FRENCH EAST INDIA BOND COMPANY

  • IZOLDA BELTADZE Doctor of historical sciences, Professor of Batumi Shota Rustaveli State University №35 E. Ninoshvili st. Batumi, Georgia http://orcid.org/0000-0002-7488-5732

Abstract

აბსტრაქტი

საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანია (1664-1795 წწ)  განსხვავდებოდა სხვა: ბრიტანული, ჰოლანდიური, დანიური  ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიებისაგან, თავისი მატერიალური მდგომარეობით. ის იყო ყველაზე მდიდარი კომპანია. სწორედ მის ფინანსურ  უპირატესობას განაპირობებდა პირველ რიგში სამეფო ხელისუფლების უდიდესი მხარდაჭერა.

ირკვევა, რომ  საფრანგეთის მეფე  ლუი XIV (1643-1715 წწ) იყო ოსტ-ინდოეთის   საპაიო კომპანიის მეწილე, ამიტომ მისი მოგებით უთუოდ იქნებოდა დაინტერესებული, რისთვისაც  იგი სრულ მატერიალურ  და იურიდიულ მხარდაჭერას უცხადებდა კომპანიის ვაჭრებს. მათ დასაცავად მზად იყო აფრიკის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ინდოეთის მიმართულებით თავისი ხარჯით  სამხედრო გემებიც   კი გაეგზავნა.  უფრო მეტიც, კომპანიაში  ვაჭრების გარდა აქციები  შეჰქონდათ: დედოფალს, კანცლერს, თავადაზნაურობას, მერებს, მდიდარ ქალაქელებს. მეფე ხშირად ეხმარებოდა აქციონერებს. საჭიროების შემთხვევაში  ის აბანდებდა კომპანიაში კაპიტალს. ეს მოხდა  რამდენჯერმე.  როგორც ირკვევა,  მას 5 წლის მანძილზე სულ 7 მლნ   ლივრი ჰქონია კომპანიაში შეტანილი და არანაირი მოგება არ მიუღია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც  რისკზე მიდიოდა და უფრო მეტიც გაკოტრების პირას მისულ კომპანიას  ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.

საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიის მეშვეობით აღმოსავლეთიდან    დიდძალი სიმდიდრე: ოქრო, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, მარჯანი, ძვირფასი ქსოვილები, სხვადასხვა სანელებლები, აბრეშუმის და ბამბის ნედლეული და ა. შ. მოედინებოდა, რომელიც დიდძალ მოგებას ტოვებდა. ამიტომაც  მოგების მიღების სურვილი  წინა პლანზე იდგა, მაგრამ საფრანგეთის საპაიო კომპანიამ თავისი მონოპოლია აღმოსავლეთში ვერ შეინარჩუნა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ინგლისი  კონკურენციას უწევდა. გარდა ამისა,  აქციონერები არ იყვნენ ერთიანი, კოლონიებში  ვერ უზრუნველყოფდნენ   ეფექტურ მმართველობას,  კომპანიაში უმეტესობას არ წარმოადგენდა  მსხვილი ვაჭრები, ვერ ახერხებდნენ  ფლოტის შენახვას, რის შედეგადაც კომპანია 1795 წელს დაიშალა.

 

საკვანძო სიტყვები: საპაიო; აქციონერი; დირექტორთა საბჭო; დეკლარაცია; კილექტორი;

Published
2024-06-30
Section
SCIENTIFIC ARTICLES -SECTION OF WORLD HISTORY (NEW HISTORY)