ილია ალხაზიშვილის მოგზაურობები ჯავახეთში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული მიმოხილვა)

  • TAMAR GOGOLADZE ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, http://orcid.org/0000-0003-0450-2924

Resumen

საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა წეს-ჩვეულებების გაცნობის, აღნუსხვა-პუბლიკაციისა შესწავლის აუცილებლობამ, ეთნოგრაფიის განვითარებასთან ერთად, ხელი შეუწყო მოგზაურობის, კერძოდ სამოგზაურო ჟანრის ტექსტებში მათ აღწერასაც, რაც, ძირითადად  XIX საუკუნის II ნახევრიდან მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სამხრეთ საქართველოს ძველთაძველ კუთხეში, ჯავახეთში, მოგზაურობები. უცნობია, მაგრამ საყურადღებოა ამ პერიოდის ცნობილი საზოგადო მოღვაწის ბუნებისმეტყველის, ფოლკლორისტისა და ეთნოგრაფის ილია ალხაზიშვილის (1853-1921) მოგზაურობები ახალქალაქისა და ახალციხის რეგიონებში, მოგზაურობების შთაბეჭდილებები („მგზავრის წერილების“ და სხვა სახელწოდებით)  დროდადრო იბეჭდებოდა „ივერიასა“, „ჯეჯილსა“ და „დროებაში“ 1893 წლიდან.

აღნიშნული მოგზაურობები ხშირად ჯგუფურად მიმდინარეობდა.  მასში მონაწილეობდა  ივანე როსტომაშვილი, რომლის მიერ ჯავახეთის ისტორიული ძეგლების აღწერილობა თავისებური, უნიკალური დოკუმენტებია, რომელიც იბეჭდებოდა კრებულში „Сборник материалов для описания племени и местности Кавказа“  (1898 г. №25).

სტატია მიზნად ისახავს სწორედ იმ ეთნოგრაფიული ჩანაწერების წარმოჩენას, რომლებიც ჩაწერილი იქნა ილია ალხაზიშვილის მიერ თავისი მოგზაურობების პერიოდში.

მოგზაურობების შთაბეჭდილებები დაწერილია მშვენიერი სალიტერატურო ქართულით, მხატვრულად და  შეიცავს რა უამრავ ინფორმაციას ჯავახეთის ბუნებაზე, ფლორასა და ფაუნაზე, ასევე ჩანაწერებსაც გავრცელებული წეს-ჩვეულებებზე, თუმცა არაა დაფიქსირებული,  ჩამწერის ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი.

საკვანძო სიტყვები: ილია ალხაზიშვილი; მოგზაურობა ჯავახეთში; ტაბაწყური; თავფარავანი.

Publicado
2024-06-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია