ბათუმის ოლქი უმძიმეს 1920-1921 წლებში
Resumen
მენშევიკებს არანაკლებ გავლენა ჰქონდათ ბათუმის პროლეტარიატზე, ვიდრე ბოლშევიკებს, რომლებიც აჭარბებდნენ ბოლშევიკებს რამდენჯერმე /5000, 500/. ამიტომ ბოლშევიკებისთვის ხელისუფლებაში მოსვლის იმედი იყო არა ბათუმის პროლეტარიატი, არამედ რუსეთის წითელი არმია, რომელიც იმ დროს რუსეთის შიგნით კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში და საქართველოსთან ომში იყო დაკავებული. ამიტომ წითელი არმიის დახმარების გარეშე ბოლშევიკები და მათი მომხრეები ვერ შეუშლიდნენ 1920 წლის 7 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებს ბათუმში შესვლას. ბათუმის პროლეტარიატმა ეს საკითხი მარტო არ გადაჭრა. ამ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ზენიტს მიაღწია აჭარაში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა „მაჰმადიანური საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და ბათუმის საოლქო მეჯლისი /პარლამენტი/ მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ქართული ძალების დანაყოფებს ქ. ბათუმის გარეუბან ბარცხანაში შეხვდა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ქართული არმიის ქვედანაყოფებს ბარცხანაში დახვდნენ ბათუმის ოლქში მყოფი ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარების მეთაური, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი, 40 წლის ირლანდიელ კუკ-კოლისთან ერთად, რომელმაც ერთი კვირით ადრე, 1 ივლისს ოფიციალურად განაცხადა ბათუმის მთელი ოლქის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისათვის გადაცემა.
საკვანძო სიტყვები: მენშევიკები; მეჯლისი; რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებები; კოალიციური მთავრობა; სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი; საქართველოს ეროვნული გვარდია;











