შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული ქარტია. ახალი ეპოქის საწყისი ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში
Resumen
2008 წელი საქართველოსთვის მეტად დრამატული წელი გახლდათ, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას პირდაპირი საფრთხე დაემუქრა, რუსეთის მხრიდან. აგვისტოს ომმა შეცვალა, როგორც საქართველოს ასევე, თანამედროვე პერიოდში ევროპის ბედიც. ისტორიკოსთა უმრავლესობა დღეს უკვე მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წელს საქართველოში დაწყებული აგრესია, გააგრძელა უკრაინაში და აგრძელებს ჰიბრიდულ ომს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
2008 წლის აგვისტოს ომმა სრულად შეცვალა კავკასიაში პოლიტიკური დღის წესრიგი. მთავარი საჭიროება, რაც აგვისტოს ომის მიზეზებისა და შედეგების ანალიზმა გამოავლინა, იყო საქართველოს ახლებური ხედვა საგარეო პოლიტიკის კუთხით და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან შეერთებულ შტატებთან, ორმხრივი ურთიერთობების ცხადად წარმოჩენა. საქართველოს სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, რომელიც მას დაეხმარებოდა.
ეს პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ, მკვეთრად გამოიკვეთა. ოფიციალური თბილისი მიისწრაფოდა, შეერთებული შტატებთან ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანას.
სტატიის მიზანია წარმოაჩინოს: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის, ავღანეთში ანტიტერორისტული ინტერვენციისა და 2003 წლის ერაყის კამპანიის ფონზე შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების საფუძვლების მომზადება, საქართველოს სწრაფი დემოკრატიზაციის, სამხედრო მოდერნიზაციისა და ინსტიტუტების ვესტრენიზაცია შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შემდგომი დაახლოების კონტექსტში, რამაც გამოიწვია კიდეც რუსეთის მხრიდან 2008 წელს აგრესია, რომელიც აგვისტოს ომის სახით გამოვლინდა და რომლის მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერება (ან არაფორმალური ვეტოს უფლების მოპოვება) და შეერთებულ შტატებთან სტარტაგიული ურთოერთობების ჩამოყალიბების ხელისშეშლა. სტატია მიმოიხილავს სტრატეგიული ქარტიის ძირითად შინაარსს და მის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიაში.
საკვანძო სიტყვები: სტრატეგიული ქარტია; საქართველო; ამერიკის შეერთებული შტატები; რუსეთი; თავდაცვა და უსაფრთხოება;











