რუსეთის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ომი აფხაზეთში (1992-1993)

  • LASHA CHANTLADZE თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის №1 http://orcid.org/0009-0003-0105-0624

Resumen

აფხაზეთის ომის ირგვლივ გამოცემულ რუსულ და აფხაზურ  ისტორიოგრაფიაში დიდი ყურადღება მახვილდება 1991-1993 წლებში რუსეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ბორის ელცინის რეფორმატორთა ალიანსი და რადიკალურ კონსერვატიული გაერთიანებები. არსებულ დაპირისპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში დაგვირგვინდა კიდევაც შეიარაღებული შეტაკებებით, როდესაც ელცინმა საბოლოოდ გაანადგურა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხასბულატოვისა და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე რუცკოის მეთაურობით შექმნილი ოპოზიციური ნაწილი. თუმცა არსებულ  შიდაპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორია ის შეფასებები, რომელსაც რუსი და აფხაზი მეცნიერები აკეთებენ. აღნიშნული დასკვნების მიხედვით, რუს პოლიტიკოსებს შორის არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია აფხაზეთში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და რიგ შემთხვევებში ბორის ელცინი მხარსაც უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

მოცემულ სტატიაში განხილულია 1992-1993 წლებში რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ამის ფონზე გაანალიზებულია აფხაზეთის ომის გარდამტეხი მონაკვეთები. ზოგადად პრეზიდენტ ელცინის მმართველობა, თეორიულად მოიცავდა კიდევაც რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზებასა და საგარეო პოლიტიკური კურსის ლიბერალიზაციას (ინტეგრაცია დასავლურ პოლიტიკურ სტრუქტურებში). ბუნებრივია, აღნიშნული კონსერვატიულად და მილიტარისტულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევდა. თუმცა ფაქტებისა და შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებისას, არსებულმა უკმაყოფილებამა  და დაპირისპირებამ არანაირი გავლენა არ მოახდინა შედეგზე, როგორც განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა იმპერიული ფსიქოლოგია უცვლელი დარჩა. ყველაზე ლიბერალურად განწყობილმა და გავლენიანმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმაც კი, გაიზიარა იმპერიული კონცეფცია და მიიჩნია, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცე რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის სფეროში უნდა დარჩენილიყო. რაც გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო ომში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობითა და აფხაზეთის კონფლიქტში სეპარატისტების აქტიური მხარდაჭერით.

საკვანძო სიტყვები: რუსეთის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება; ომი აფხაზეთში; ელცინი; ხასბულატოვი; რუცკოი;

Publicado
2024-06-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია