ბორჩალოს დისტანციის 1817 წლის კამერალური აღწერა

  • ALEKSANDRE BOSHISHVILI ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისი, საქართველო https://orcid.org/0009-0003-1297-8671

Resumen

ქართლ-კა­ხე­თის (აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს) უკ­ან­ას­კნე­ლი მე­ფე გი­ორ­გი XII 1800 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ახ­ალ მე­ფეს ტახ­ტზე ას­ვლის უფ­ლე­ბა აღ­არ მის­ცა. 1801 წელს ქართლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო გა­უქმ­და და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და, შე­იქ­მნა ახ­ა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლისა­ქარ­თვე­ლოს გუ­ბერ­ნია (რუს. Гру­зинс­кая Губерния), რო­მე­ლიც და­ყო­ფი­ლი იყო მაზ­რე­ბად და დის­ტან­ცი­ებ­ად (რუს. Уезд (უეზდ), Дистанция (დის­ტან­ცია).

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ალ­ის შეს­წავ­ლა თა­ვი­დან­ვე და­იწ­ყო. იმ­პე­რი­ამ ეკ­ონ­ომ­იკ­უ­რი და ფის­კა­ლუ­რი მიზ­ნე­ბით მო­სახ­ლე­ობ­ი­სა და რე­სურ­სე­ბის პირ­ვე­ლი აღ­წე­რა 1803-1804 წლებ­ში ჩა­ატ­ა­რა, აღ­წე­რა მო­იც­ავ­და ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუქნტს, მო­სახ­ლე­ობ­ას, მათ ერ­ოვ­ნულ შე­მად­გენ­ლო­ბას და აშ.

მე­ო­რე კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რა 1816-1818 წლებ­ში ჩა­ტარ­და. იგი უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლია. აღ­იწ­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ბერ­ნი­ის სხვა­დას­ხვა მაზ­რე­ბი (გო­რის, ტფი­ლი­სის, თე­ლა­ვის, სიღ­ნა­ღის, ას­ე­ვე ბორ­ჩა­ლოს, ყა­ზა­ხი­სა და შამ­შა­დი­ლოს დის­ტან­ცი­ე­ბი).

ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ა­ში  კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რა 1817 წელს ჩა­ტარ­და. აღ­წე­რის მა­სა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­ის­ტო­რიო არ­ქი­ვის ფონ­დებ­ში (ფ. 254. ან­აწ­ე­რი 1, საქ­მე №479). რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ერთ წიგ­ნად აკ­ინ­ძუ­ლი ექვ­სი ხელ­­ნა­წე­რი ნუს­ხის სა­ხით.

ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ის აღ­წე­რა­ში მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი ას­ე­თი სა­ხით: მო­ცე­მუ­ლია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი; მი­წი­სა და გლე­ხე­ბის მე­პატ­რო­ნე (მე­მა­მუ­ლე, სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნა, ან ეკ­ლე­სია); სოფ­ლის მო­ხე­ლე­ე­ბი (მა­მა­სახ­ლი­სი (რუს. Мамасаклиси), ნაც­ვა­ლი (რუს. Нацвали), ქევ­ხა (რუს. Кевха), სტარ­ში­ნა (რუს. Старшина); სოფ­ლის მღვდე­ლი, ან მო­ლა; შემ­დეგ გლე­ხე­ბის სია, სა­დაც, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია კომ­ლის უფ­რო­სის სა­ხე­ლი და გვა­რი ქრის­ტი­ან­უ­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის, სა­ხე­ლი და პატ­რო­ნი­მი მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ობ­ის­თვის. მო­ნა­ცე­მებ­ში მო­ცე­მუ­ლია ოჯ­ახ­ში სულ­თა რა­ოდ­ენ­ო­ბა, სქე­სი­სა და ერ­ოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. მო­ცე­მუ­ლია კომ­ლის მთა­ვა­რი საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც.

აღ­წე­რის დავ­თრებ­ში, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, შე­ტა­ნი­ლი არ არ­ის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა (თა­ვა­დაზ­ნა­ურ­ო­ბა); შე­ი­არ­აღ­ებ­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და უც­ხო ქვეყ­ნის ქვე­შევრ­დო­მე­ბი. იმ დროს გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ ძი­რი­თად მო­სახ­ლე­ობ­ას გლე­ხო­ბა (რუს. Крестьянство) წარ­მო­ად­გენ­და.

1817 წლის აღ­წე­რი­სას ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სამ ერ­ოვ­ნე­ბა­ში (ქარ­თვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, თათ­რე­ბი). აღ­წე­რა­ში ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ – 817 სუ­ლი (5%); სომ­ხე­ბი – 5486 (აქ­ედ­ან 1192-ის გვა­რი „შვი­ლი“ სუ­ფიქ­სით არ­ის და­ბო­ლო­ებ­უ­ლი (7%), 4294 კი ოვი სუ­ფიქ­სით (26%)); თათ­რე­ბი – 10172 (62%). თუმ­ცა, ერ­ოვ­ნე­ბე­ბად გა­ნა­წი­ლე­ბა პი­რო­ბი­თია. რად­გან, მაგ. ქარ­თვე­ლებს ხში­რად წე­რენ, რო­გორც სომ­ხე­ბი და პი­რი­ქი­თაც. ოს­ე­ბი და ბერ­ძნე­ბი, რად­გან მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არ­ი­ან, ქარ­თვე­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებ­ი­ან. 1817 წლის ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ის მო­სახ­ლე­ობ­ის აღ­წე­რა­ში, ერ­ოვ­ნე­ბა გა­ნი­საზ­ღვრე­ბა რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით და არა ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ან სხვ. კრი­ტე­რი­უმ­ებ­ის მი­ხედ­ვით.

ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ის აღ­წე­რა­ში გვა­რე­ბი ყველ­გან მო­ცე­მუ­ლია ქარ­თუ­ლიშვი­ლი (რუს. швили) (ანძე) სუ­ფიქ­სით. სომ­ხე­ბის ნა­წილს რუ­სუ­ლიოვ (რუს. ов) სუ­ფიქ­სი აქვს და­მა­ტე­ბუ­ლი. თათ­რე­ბი პატ­რო­ნიმოღ­ლის (რუს. огли), იშ­ვი­ათ­ად ქარ­თუ­ლიშვი­ლის და რუ­სუ­ლიოვი ფორ­მით.

მე­ო­რე კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, 1817 წლის­თვის ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა 3615 კომ­ლი იყო და 16475 სულს შე­ად­გენ­და. კომ­ლე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ მე­მა­მუ­ლე­ებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის. 2458 (68%) – ხა­ზი­ნის კუთ­ვნი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და; 1078 (30%), – მე­მა­მუ­ლე­ებ­ის; 78+1 (2%) ეკ­ლე­სი­ის.

1817 წლის ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცი­ის მო­სახ­ლე­ობ­ის აღ­წე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა მო­სახ­ლე­ობ­ის სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­უ­რი მდგო­მა­რე­ობ­ის, ეთ­ნი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის, სტა­­ტის­ტი­კი­სა და სხვ. შე­სას­წავ­ლად.

 

საკ­ვან­ძო სიტ­ყვე­ბი: სა­ქარ­თვე­ლო; კა­მე­რა­ლუ­რი აღ­წე­რა; ბორ­ჩა­ლოს დის­ტან­ცია; რუ­სე­თის იმ­პე­რია;

Publicado
2024-06-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია