აზრთა ჭიდილიდან დუელამდე - ერთი პოლემიკის ისტორიიდან
Resumen
XIX საუკუნის 90 - იანი წლების საქართველოში საზოგადოების ყურადღება ერთმა დუელმა მიიპყრო. 1880 წლის 29 თებერვალს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ - ნიკო ნიკოლაძემ ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე დუელში გამოიწვია, რომელსაც წინ ხანგრძლივი პოლემიკა უძღოდა. დუელი არ შედგა. როგორც ილიას პირველი ბიოგრაფი გრ. ყიფშიძე იგონებს, სიმბორსკიმ, (ნიკო ნიკოლაძის ერთ-ერთი სეკუნდანტი - შენიშვნა ჩვენია - ქ.ბ., დ.ჭ.), როგორც გულჩვილმა კაცმა, სცადა მოწინააღმდეგეთა შერიგება და, რაკი ვერა გააწყო რა, ქვითინი დაიწყო. ვინაიდან არც ერთი არ ემეტებოდა სასიკვდილოდ. ეს იყო მიზეზი, თუ სხვა გარემოებაც დაერთო, გარკვეულწილად უცნობია, თუმცა, საბედნიეროდ, საქმე შერიგებით დამთავრდა. ილია ჭავჭავაძის საფინანსო-საბანკო საქმიანობა, თუ ნიკო ნიკოლაძის წერილები შესწავლილია უპირატესად ეკონომისტთა თუ ლიტერატურის მკვლევართა მიერ, მაგრამ ამ კუთხით დუელის მიზეზთა კვლევა პირველ მცდელობად წარმოგვიდგება.
ნაშრომში მიმოხილულია სწორედ ის პოლემიკური წერილები, რომელიც წინ უძღოდა ერთ დროს თანამოაზრეთა (ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე) დაპირისპირებას. გარდა ამისა, წარმოდგენილია პოლემიკაში ჩართული სხვა პირების (აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი და სხვ) მოსაზრებებიც ზემოხსენებულ დავასთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები: ,,დროება’’; ,,ობზორი’’; ეკონომიკა; ბანკი; პოლემიკა; დუელი.











