ქალთა საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი არქიტექტურა თბილისში
(XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი)
Resumen
XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისი როგორც კულტურული, ისე აქტიური საგანმანათლებლო ცხოვრებითაც გამოირჩეოდა. სამეცნიერო კვლევებისას ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ საგანმანათლებლო კერის შესახებ საუბრისას საფუძვლად მხოლოდ თეორიული მასალაა წარმოდგენილი, გასაგები სირთულეების გამო კი რთული დასამოწმებელია დოკუმენტები, რომლებიც ამ კვლევებს ზურგს გაუმაგრებს, როგორიცაა ვიზუალური და წერილობითი დოკუმენტები კონკრეტული დაწესებულების ადგილმდებარეობისა და მისი ფუნქციების შესახებ. ამგვარი დაწესებულებების განთავსება კონკრეტულ შენობებში ხან შემთხვევით ხასიათს ატარებს, ხშირ შემთხვევაში კი შენობის იერსახე და მისი შინაარსი გასაოცარ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ეს კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის როგორც არქიტექტურის კონკრეტულ ნიმუშებს, ისე იმ ქუჩას, რომელზეც ის არის განთავსებული საკუთარი გამორჩეული იერსახითა და დატვირთული ისტორიებით.
წინამდებარე სტატია მითითებულ პერიოდში თბილისში არსებულ ქალთა საგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობების ნაწილის არქიტექტურის შესწავლის ერთი მცირე მცდელობაა. ეს შენობები მხატვრული ღირებულებით გამორჩეულ და ამ პერიოდის საგულისხმო ძეგლებს წარმოადგენენ. ჩემი მიზანია, წარმოვაჩინოთ, თუ რა ადგილი ეკავა აქ მოყვანილ ნაგებობებს დედაქალაქის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში და თუ რა მხატვრულ და ესთეტიკურ გარემოს ქმნიდნენ ისინი ქალაქისთვის და ვაჩვენო ამ პერიოდში დედაქალაქის არქიტექტურაში გაბატონებული მხატვრული სტილები.
აღნიშნულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალთა განათლების საკითხს. XIX საუკუნის შუა ხანებიდან იხსნება ქალთა არა მარტო კერძო თუ სახაზინო პანსიონები და გიმნაზიები, არამედ სხვადასხვა პროფილის სასწავლებლებიც როგორიცაა: ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, სამრევლო სკოლები, სამედიცინო, სამასწავლებლო თუ მუსიკალური სასწავლებლები, პროფესიული სახელოსნოები, უმაღლესი კურსები, რომელიც თავისი მნიშვნელობით უმაღლეს სასწავლებელს უტოლდებოდა.
საკვანძო სიტყვები: ქალთა განათლება; სასწავლებლები; გიმნაზიები; ინსტიტუტები; არქიტექტურა; თბილისი.











