ტრაპიზონის საკეისროს ხელისუფლება გირესუნის მიმდებარე სანაპიროებზე

  • DR. BEKİR SARIYILDIZ ისტორიის დოქტორი, გირესუნის უნივერსიტეტი, გირესუნი, გაზილერის ქუჩა, 28200, თურქეთი. http://orcid.org/0000-0003-4229-3457

Resumen

IV ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები და რყევები გამოიწვია ბიზანტიის იმპერიაში. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა გახდა კომნენოსთა დინასტიის მიერ 1204 წელს დაარსებული დამოუკიდებელი სახელმწიფო აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში, სახელწოდებით ტრაპიზონის ბერძნული სახელმწიფო. გირესუნის სანაპიროს დასახლებები, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი დასახლებულ პუნქტ ერეღლისამდე ვრცელდებოდა, სახელმწიფოს დაარსების წლებში კომნენოსებისთვის ჩვეულებრივი ციხე-საპორტო ქალაქებად იქცნენ. თუმცა, 1277 წლის სინოპის ალყამ და შემდეგ უკან დახევამ, სახელმწიფოს საზღვრები შეავიწროვა გირესუნის ციხემდე. ტრაპიზონის ბერძნული სახელმწიფოს დომინანტური ტერიტორია ესაზღვრებოდა გორელეს, ტირებოლუს და გირესუნს. სწორედ, ისინი დასავლეთის მიმართულებით თავდაცვის ხაზად გადაიქცნენ. ამგვარად მარშრუტი, რომლითაც შიბინკარაჰისარი ტრაპიზონის პორტამდე გადიოდა, დაიკარგა და კომნენოსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა გირესუნის პორტი, რომელსაც უფრო უსაფრთხო გზა აქვს. ხოლო გირესუნი, რომლის სამხედრო და ეკონომიკურ მნიშვნელობა ამ თარიღის შემდეგ გაიზარდა, მრავალი ძალის სამიზნე გახდა. თუმცა, კომნენოსებმა საბოლოოდ შეძლეს ადმინისტრაციის შენარჩუნება გირესუნის, ტირებოლუსა და გორელეს ციხეებში მანამ, სანამ ტრაპიზონის ბერძნული სახელმწიფო არ გაუქმდებოდა.

საკვანძო სიტყვები: გირესუნი, ტრაპიზონის ბერძნული სახელმწიფო, კომნენოსი, ჩეპნისი, ჰაჯიემიროღულლარი.

Publicado
2023-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (შუა საუკუნეებ)