ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობა თურქეთის და საქართველოს ისტორიისათვის
Resumen
უძველესი დროიდან მოხსენიებული ტაოსა და კლარჯეთის რაიონები სიახლოვის გამო სამეცნიერო ლიტერატურაში ერთად გამოიყენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ორი ცალკეული გეოგრაფიული დასახლებაა. დღეს ეს რეგიონი შეესაბამება ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთს. კლარჯეთი, ართვინი და მისი შემოგარენია; ტაო კი წარმოადგენს ერზრუმსა და მის შემოგარენს.
ეს ტერიტორია მრავალი წლის განმავლობაში იყო დაპირისპირებისა და ომების ცენტრი. კერძოდ, ეს იყო რომის და სასანიდების იმპერიების სამფლობელო და ამ ომებში საზღვარად მდინარე კორუჰი იყო მიჩნეული. საქართველოში არაბთა ლაშქრობების შემდეგ მის შიდა რაიონებში ბაგრატიდთა დინასტიის წარმომადგენელმა აშოტმა შექმნა ძლიერი სამთავრო ცენტრით არდანუკი. შემდეგ მან ეს რეგიონი რელიგიური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან არეალად აქცია.
XI საუკუნის დასაწყისიდან თურქ-სელჩუკებმა მოაწყეს ლაშქრობები ტაოსა და კლარჯეთში. სულთანმა ალფ არსლანმა და სულთან მელიქშაჰმა ეს რეგიონები თურქულ მიწებად აქციეს და ამ მხარეში თავი მოიყარა თურქული მოსახლეობის მნიშვნელოვანმა რაოდენობამ. ამ საუკუნიდან რეგიონში დომინირებენ თურქები და ქართველები. ამ სტატიაში ზოგადი შეფასება გაკეთდა თურქებისა და ქართველებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ტაო-კლარჯეთის რეგიონის შესახებ და შევეცადეთ გვეჩვენებინა თუ რა ასპექტებითაა იგი მნიშვნელოვანი თურქი და ქართველი ერისთვის.
საკვანძო სიტყვები: თურქები; ქართველები; ტაო-კლარჯეთი; სელჩუკები; ბაგრატიდები.











