აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები (XVIII ს.)
Resumen
აზერბაიჯანელები და ქართველები სამხრეთ კავკასიის უძველესი ერებს წარმიადგენენ. ისინი, ისტორიის უძველესი პერიოდიდან მოყოლებული დიდი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ამ ორი ხალხის მჭიდრო ურთიერთობას ძალიან ძველი და მდიდარი ისტორია აქვს. მათ შორის დამყარებულმა მეგობრობამ და საერთო ბედ-იღბალმა, რომელიც თაობებს გადაეცა, ისტორიის ძალიან რთული გამოცდა გაიარა. XVIII საუკუნეში სამხრეთ კავკასიაში შექმნილმა პირობებმა, რეგიონში გაბატონებისთვის ირანისა და რუსეთს შორის ბრძოლებმა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხთა საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობა გააჩინა. აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის პარტნიორობამ განაპირობა ორივე ხალხის ურთიერთობების გამყარება.
XVIII. საუკუნის მეორე ნახევრიდან აზერბაიჯანში სახანოების პერიოდი დაიწყო. აზერბაიჯანში სახანოების სახით სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ თითოეული მათგანი ატარებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ამ დროს საქართველოში არსებობდა ქართლ-კახეთის სამეფო. როგორც აზერბაიჯანის სახანოები, ასევე ქართლ-კახეთის სამეფო, აქ მაცხოვრებელი ხალხების თავისუფლებისათვის ბრძოლის შედეგად, საკმაოდ რთულ ისტორიულ და გართულებული საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში ჩამოყალიბდნენ. XVIII. საუკუნის მეორე ნახევრიდან აზერბაიჯანულ სახანოების ერთმანეთში მიმდინარე ბრძოლის დროს, აზერბაიჯანის სახანოებსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა.
საკვანძო სიტყვები: აზერბაიჯანი, საქართველო, აზერბაიჯანული სახანოები, კართლ-კახეთის სამეფო.











