ჩრდილო კავკასიელ ხალხთა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარება V-X. ს.
Resumen
კავკასია, რომელიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, როგორც გეოგრაფიული ერთეული, მოწმეა ისტორიის მანძილზე მომხდარი მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენისა, რომელმაც შეცვალა ისტორიის მსვლელობა. კავკასიის მთიან რელიეფსა და ხეობებში გამავალი სავაჭრო გზების არსებობა იყო განმსაზღვრელი მისი ეკონომიკის სტრუქტურისა. ამ კონტექსტში, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხების - ადიღეელების, ოსების, ჩეჩენო-ინგუშების და ვაინახების ძირითადი საარსებო წყარო სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და რეწვა იყო. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები და ცხოველთა ჩონჩხებიც. მოპოვებული არტეფაქტების კვლევეები მოწმობს, რომ ისინი განვითარების უფრო მაღალ დონეზე იყვნენ რეგიონის სხვა მაცხოვრებლებთან შედარებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის მქონე კავკასიამ სერიოზული წვლილი შეიტანა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.
საკვანძო სიტყვები: ადიღეელები, ოსები, ჩეჩენო-ინგუშები, ვაინახები, სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა











