ლევანტის საპაიო კომპანიის ისტორიიდან
Resumen
XVI-XVIII საუკუნეების ინგლისის ეკონომიკური განვითარების ისტორიიდან მეტად მნიშვნელოვანია ერთ-ერთი საპაიო კომპანიის, კერძოდ, ლევანტის წარმოშობის, საქმიანობის, მმართველობის ორგანოების ისტორიის შესწავლა და მისი როლის შეფასება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
ლევანტის კომპანია წარმოიშვა 1581 წელს და თავისი მონოპოლია ლევანტის ქვეყნებში 1753 წლამდე შეინარჩუნა. შუა საუკუნეების ეპოქაში ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს - მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, ეგვიპტეს, საბერძნეთს მიაკუთვნებდნენ ლევანტის ქვეყნებს, რომლებიც შედიოდნენ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.
ლევანტის საპაიო კომპანიამ სხვა კომპანიებთან : ოსტ-ინდოეთის, ვესტ-ინდოთის, მოსკოვის, აღმოსავლეთის, ვირჯინიის ერთად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ინგლისის ეკონომიკურ განვითარებაში.
ლევანტის კომპანია იყო ერთ-ერთ საპაიო ანუ საწილო კომპანია, რომელიც განსხვავდებოდა ლონდონის ადრეული (1506 წ) ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანიისაგან.
ლევანტის კომპანიაში გაერთიანებული იყვნენ, გარდა ლონდონელებისა პროვინციელი ვაჭრები და ასევე უმეტესობა სამ და მეტ კომპანიაში. ვაჭართა დიდი კაპიტალი რომ არა ისინი ვერ შეძლებდნენ ერთდროულად რამოდენიმე კომპანიის სავაჭრო საქმეებში მონაწილეობას.
ლევანტის კომპანიის წევრი უნდა ყოფილიყო ბითუმად მოვაჭრე ან შვიდწლიანი სტაჟის მქონე, 25 წლამდე ასაკის და უნდა გადაეხადა 25 ფუნტი, ხოლო ამ ასაკზე მეტის მქონეს ორჯერ მეტი- 50 ფუნტი. თითოეულ მათგანს კომპანიაში შესვლისას უნდა დაედო ფიცი, რომ არ გააგზავნიდა საქონელს ლევანტში, საკუთარი ხარჯის გარდა, არ გადასცემდა საქონელს გარეშე პირებს, არამედ გადასცემდა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებს და ფაქტორებს (ნდობით აღჭურვილ პირებს-ი.ბ)
1661 წლის წესდებით განსაზღვრული იყო კომპანიის მმართველობის წესი. წესდების მიხედვით, საერთო კრებაზე ყოველწლიურად ირჩევდნენ კომპანიის მმართველს (გუბერნატორს), რომელსაც ჰყავდა მოადგილე და თანაშემწეები. კომპანია ასევე ნიშნავდა თავის კონსულებს.
კომპანიას ჰქონდა სასამართლო ან საბჭო ლონდონში, რომელიც შედგებოდა მენეჯერის, მენეჯერის მოადგილისა და თორმეტი დირექტორისგან ანუ თანაშემწისგან, რომელთაც რეალურად უწევდათ ცხოვრება ლონდონში ან მის შემოგარენში. მათ ასევე ჰყავდათ გამგებლის მოადგილე ყველა ქალაქსა და პორტში, სადაც კომპანიის წევრებს უხდებოდათ ყოფნა.
ირკვევა, რომ ლევანტის საპაიო კომპანია იყო მდიდარი, რომლის გეოგრაფიული არეალიც საკმაოდ ფართო იყო და მოიცავდა: თურქეთის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, კატალონიის და სხვა ქვეყნების ნავსადგურებს. კომპანიას დიდი რაოდენობით გაჰქონდა უხეში მაუდი, რომელზეც, განსაკუთრებით თურქეთში დიდი მოთხოვნა იყო, რომლისგანაც იენიჩართა კორპუსს ფარაჯას უკერავდნენ.
საბოლოოდ, ინგლისური ქსოვილებით ვაჭრობა ლევანტის ქვეყნებში დიდძალ მოგებას უტოვებდა ინგლისს. ასევე აღმოსავლური საქონლის (ნედლეულის) აბრეშუმის, ბამბის შემოტანა ხელს უწყობდა შესაბამისი წარმოების განვითარებას, რამაც განაპირობა ქვეყნის ეკონომიკური დაწინაურება.
სaკვანძო სიტყვები: კომპანია, ვაჭარ-ავანტიურისტი, ლევანტი, ექსპანსია, მონოპოლიური, პროტექციონისტური, ქარტია, გუბერნატორი.











