ნეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანის მაკრო იარაღების ინტერდისციპლინური კვლევა (საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ხელსაფქვავის ქვების მიხედვით)

  • ANA TETRUASHVILI არქეოლოგიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო საქართველოს ეროვნული მუზეუმი რუსთაველის გამზირი 3, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0000-0001-9124-8869

Resumen

ხელსაფქვავის ქვა სამეურნეო დანიშნულების ერთ-ერთ წამყვან იარაღს წარმოადგენს, რომელთა გამოყენების აქტუალობა არაერთ სხვადასხვა ქრონოლოგიის მქონე არქეოლოგიურ ძეგლზე დასტურდება. წინამდებარე სტატიის მიზანია დაადგინოს ხელსაფქვავის ქვების როლი უძველეს მეურნეობაში სხვადასხვა ინტერდისციპლინური მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა ტიპოლოგია, პეტროგრაფია, ფუნქციონალური ანალიზი(use-wear) და პალინოლოგია.

            კვლევისათვის შეირჩა ხელსაფქვავის ქვები, რომლებიც აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოში ნეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანის არქოლოგიურ ძეგლებზე (გადაჭრილი გორა, შულავერის გორა, იმირის გორა, ქვაცხელები). შესასწავლი არტეფაქტები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ფონდებში.

თავდაპირველად გაკეთდა ხელსაფქვავის ქვების ტიპოლოგიური კლასიფიკაცია და შედარებითი ანალიზი; შემდგომ, პეტროგრაფიული მეთოდით დადგინდა საიარაღე ქანი;  არტეფაქტების ფუნქციონალური ანალიზით გავარკვიეთ იარაღის დანიშნულება; ხოლო, პალინოლოგიის გამოყენებით განისაზღვრა თუ რა სახის ორგანული ნარჩენები იყო არტეფაქტის სამუშაო ზედაპირზე.

            ხელსაფქვავის როგორც ზედა, ისე ქვედა ქვების შესწავლის შედეგად გამოვლინდა ორი განსხვავებული სამუშაო ზედაპირის მქონე იარაღი, რომელთა დასამზადებლად გამოყენებულია რვა განსხვავებული ქანი. ფუნქციონალური ანალიზით დადგინდა იარაღის გამოყენება მცენარის დასამუშავებლად, რაც შეეხება პალინოლოგიურ ანალიზს დაზუსტდა მცენარის სახეობა.

 

საკვანძო სიტყვა: ხელსაფქვავი; ტიპოლოგია; პეტროგრაფია; ფუნქციონალური ანალიზი; პალინოლოგია;

Publicado
2023-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია