ჭარმაულთა გვარის მოკლე მიმოხილვა და დავით VIII-ის (1293-1311 წწ.) მიერ გრიგოლ ჭარმაულისთვის ნაწყალობევი სოფელი ლაუშა

  • OTAR ZHIZHIASHVILI საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა; თბილისი, საქართველო, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი http://orcid.org/0000-0003-1590-2851

Resumen

აბსტრაქტი.   საკითხი, რომელიც სტატიის სახითაა წარმოდგენილი, ძირითადად არის სადოქტორო (ჭარმაულთა ფეოდალური სახლი XIII-XVIII საუკუნეები) საკვლევი თემიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის, მიერ გამოცხადებულ დოქტორანტთა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ერთ-ერთ თემად გამოვლენილ იქნა  ჭარმაულთა ფეოდალური სახლი XIII-XVIII საუკუნეები, რაც სამეცნიერო კვლევის წარმართვის ხელშეწყობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

   სტატიაში მოკლედაა განხილული ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ჭარმაულთა გამოჩენა და დაწინაურება. არაგვის ერისთავები შაბურიძეები, როცა არიან სწორედ მაშინ ძლიერდებიან ჭარმაულები და მომავალში აღნიშნული საერისთავოს მმართველებიც კი ხდებიან, რომელთაც შემდეგ სიდამონიძეები ცვლიან. ერისთავობის დაკარგვის შემდეგ ამ გვარის წარმომადგელები ისევ ჩანანან და არაგვის ხეობაში (ასევე შიდა ქართლში) ფლობენ მეფეთა ნაწყალობევი სიგელების მიხედვით მამულებს.

   ისტორიული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ჭარმაულთა ფეოდალური გვარის პირველი წარმომადგენელი გრიგოლ ჭარმაულია, რომელსაც დავით VIII 1298 წელს წყალობის სიგელს აძლევს. საბუთის მიხედვით მეფემ მას მისცა შუანის ხევს (ახლანდელ ხორხის ხეობაში ო. ჟიჟიაშვილი) არსებული პირველი სოფელი ,,ლაუშაი“; თავისი ტყით, სათიბით, სანადირო ადგილით, ველით, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა და ჭალითა. მეფის გარდა დოკუმენტს ამტკიცებს ქართლის კათალიკოსი აბრაჰამი (აბრაამი) და მოწმეებიც არიან; მაგალითად, როგორიცაა ქართლის ერისთავი ამადა სურამელი, მეაბჯრეთუხუცესი ჭილაი აბაზასძე და ამირახორი ნავროზ აბაზასძე.

   საბუთი გაცემულია, სწორედ იმ დროს, როცა დავით VIII მონღოლებს აუჯანყდა და არაგვის ხეობაში გამაგრდა. მას ზუსტად ამ დროს სჭირდებოდა ადგილობრივი ფეოდალებისგან მხარდაჭერა, მიმხრობა. სიგელიდან კარგად ირკვევა, რომ გრიგოლი მეფის ერთგულია და ამიტომაც  სამემკვიდრეოდ სოფელ ლაუშას ღებულობს.                                                                                                                                                                                                                                          

        საძიებო სიტყვები. ჭარმაული, დავით VIII, გრიგოლ ჭარმაული, შუანის ხევი, სოფელი ლაუშა.

Publicado
2023-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია