ქალის სახელები ნანა და ნინო და მათი კავშირი ქართველთა რწმენა–წარმოდგენებთან
Resumen
საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების ნანას და ნინოს პოპულარობა მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს ქართველთა სარწმუნოებას. ნანა, მითიურ დიდ დედას, ხოლო ნინო კი რეალურ, რჯულის მასწავლებელ და ქართლის სამეფოს გამაქრისტიანებელ ქართველთა განმანათლებლს. კვლევამ, თუ როგორ მოხვდნენ ქართულ გარემოში ეს სახელები გარკვეულ ჰიპოტეზამდე მიგვიყვანა. თუ არსებულ მდიდარ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით ვივარაუდებთ, რომ შუმერსა და საქართველოს შორის გარკვეული ეთნიკური, ენობრივ – კულტურული ურთიერთობები არსებობდა, რაც მსგავს რწმენა – წარმოდგენებშიც აისახა, შესაძლოა ქალღვთაების სახელი ნანა ჩვენში შუმერული ინანა ნინ–ანა–დან გავრცელებულიყო. ამისთვის განსაკუთრებით ხელი უნდა შეეწყო იმ ფაქტს, რომ ინანა არა მარტო შუმერის არსებობის მანძილზე იყო ყველაზე პოპულარული ქალღმერთი, არამედ, საყოველთაო პოპულარობის გამო მისი სახელი ზოგადად ქალღმერთის აღმნიშვნელად იხმარებოდა. თუ ჩვენი მსჯელობა სწორეა, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ქართველთა ყველაზე დიდ წინაქრისტიანულ ქალღვთაებას ინანასაგან გამომდინარე დარქმეოდა სახელი ნანა.
თუმცა, დიდი დედა ნანა და ინანა/იშთარი თავიანთი ბუნებით გარკვეულწილად სხვაობენ. დედა ნანა დიდი დედაა, შვილიერების, საყოველთაო ნაყოფიერების, მიწასთან, სამოთხესთნ, სიკვდილ–სიცოცხლესთან დაკავშირებული, ასტრალური კულტების, კერძოდ მზის მაღლგანვითარების პერიოდში წარმოშობილი ქალღმერთია. მისგან განსხვავებით ინანა/იშთარი, ხორციელი სიყვარულის, ომის, ზეცის, ვარსკვლავ ვენერასთან დაკავშირებული ქალღვთაებაა და ზოგიერთ შემთხვევაში ანდროგინული ბუნებისაცაა. ითვლება, რომ ის შვილიერებასთნ არ ავლენს კავშირს და მომაკვდავ და აღდგენად, მამრ ღვთაება დუმუზთნაა წყვილში. ვინაიდან ინანა/იშთარი არაა „ღვთაების მეუღლე“, არ ავლენს შვილიერებასთან კავშირს ერთი გამონაკლისის გარდა, მისი შესატყვისი ღვთაება ქართულ მითო–რელიგიურ წარმოდგენებში არის დალი; ინანას მსგავსად ხორციელი სიყვარულის, ბუნების, ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებით ნადირობის ქალღმერთი და იმავდროულად ნადირთ პატრონი. ფაქტობრივად, მასაც ერთადერთი ვაჟი, ამირანი ჰყავს. და ბოლოს, დალიც ვარსკვლავ ვენერას უკავშირდება და ადრესამიწათმოქმედო მხატვრობაში ჯიხვით (ირმით), მცენარით, ვარსკვლავით გამოიხატება.
საკვანძო სიტყვები: რელიგიის ისტორია, ქალღმერთები, შუმერი, საქართველო.











