პოლონეთის 1830-31 წლების აჯანყების გავლენა 1832 წლის შეთქმულებაზე საქართველოში და პეტრე ზაველეისკი

  • IRAKLI BARAMIDZE ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საქართველო, ბათუმი ე. ნინოშვილის ქ. N35 http://orcid.org/0000-0001-7540-7006

Resumen

1830-31 წლებში რუსეთთან უნიაში მყოფ პოლონეთში დიდი ანტირუსული აჯან­ყება მოეწყო, რომლის მიზანიც სრული დამოუკიდებლობის მიღწევა და დიდი პოლონეთის აღდგენა იყო. გარ­კვეული წარმა­ტების მიუხედავად, რუსეთმა მოახერხა აჯანყების სისხლში ჩახშობა, დაიკავა ვარშავა და გააუქმა 1815 წლის კონსტიტუცია. პოლონეთის სამეფო რუ­სეთის ნაწილად გა­მოცხადდა, რა­საც მასზე რუსული გავ­ლენის გაძლიერება მოჰყვა. აჯანყე­ბულთა ნაწილი რუ­სეთის             ცალ­კე­ულ გუბერნიებში, მათ შორის საქართველოშიც გადმო­ასახლეს.

აჯანყებას დიდი გამოძახილი ჰქონდა ევროპაში. მის მიმდინარეობას თვალყურს ადევ­ნებდნენ საქართველოშიც, განსაკუთრებით თავად-აზნაურთა იმ წრეში, რომე­ლიც სა­ქართ­ველოდან გასახლებულ ბატონიშვილებთან ერთად საქართველოს აღდ­გენაზე ოცნე­ბობ­დნენ და 20-იანი წლების შუა ხანებიდან ფარულ საქმიანობასაც ეწეოდნენ. პოლონეთის აჯანყებას გარკვეული გავლენა ჰქონდა 1832 წლის შეთქმუ­ლებაზე, რაც აშკარად იკითხება მონა­წილეთა ჩვენებებიდან. აჯანყება ჯერ კიდევ 1831 წელს იგეგმებოდა. შეთქმულთა ერთ-ერთი ხელმძღვანელის ჩვენებით, ელოდებოდ­ნენ აიღებდნენ თუ არა რუსები ვარშავას. და როგორც კი მოვიდა ამბავი ვარ­შავის აღების შესახებ, ეს განზრახვაც ჩაიშალა.

მეორე საკითხია საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების მონაწილე­ობა 1832 შეთქმულებაში. როგორც ირკვევა, შეთქმულებს ეს თადარიგიც ჰქონდათ დაჭერილი და ისი­ნი აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად მომზადებულიც ჰყო­ლიათ. რაც შეეხება საქარ­თვე­ლოში ბიუროკრატიულ ასპარეზზე მყოფ პოლონელებს, მათ შო­რის განსა­კუთრე­ბუ­ლი აღ­ნიშნვის ღირსია 1800 წელს დაბადებული პეტრე დემიანის ძე ზაველეისკი, რომელიც 1827 წლიდან უკვე საქართველოშია. მუშაობას იწყებს სახაზინო ექს­პედიციის უფროსად. 1828 წლის 25 აპრილს დანიშნეს ვიცე-გუბერნატორად საფინანსო ნაწი­ლში, ხოლო 1829 წლის 4 თებერვლის ბრძანებუ­ლე­ბით დააწინაურეს საქართველოს სამოქა­ლაქო გუბერნატორად.

იმპერიის სამსახურში ყოფნის მიუხედავად, პ. ზაველეისკი მიჩნეულია 1832 წლის შეთ­ქმულების ერთ-ერთ მთავარ მონა­წი­ლედ. და­კით­ხულ შეთქმულთა უმრავ­ლესობა ზავე­ლეის­კის პირადად არ იცნობდა, თუმცა ნაწილს გა­გე­ბული ჰქონდა აღ­ნიშ­ნულ წრეში მისი მონა­წილეობის ამბავი. შეთქმულნი განსაკუთ­რე­ბით ერიდებ­ოდ­ნენ წარჩინებული, რუსეთის სამ­სა­ხურში მყოფი, დიდი თანამდებობის პირთა შეთ­ქმულებაში მონაწილეობის გამომჟღავ­ნე­ბას, ყოველივე საშუალებით ცდილობდნენ მის დაფარვას. შეთქმულების ერთ-ერთი ხელ­მძღვანელი ალ. ორბელიანი პირდაპირ ადებს მას ხელს. პ. ზაველეისკის შეთქ­მულ­თა                     მესვე­ურებთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა რო­გორც მოსკოვში, ასევე თბილისში. თუმცა, უტყუარ მტკიცებულე­ბათა არ არსე­ბობის გამო, იგი დაჭერას გადაურჩა.

 

საკვანძო სიტყვები: პოლონეთის აჯანყება, საქართველო, 1832 წლის               შეთქ­მუ­ლე­ბა, პ. ზაველეისკი, საგამოძიებო კომისია.

Publicado
2023-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია