ბიზანტიის დედოფალი მარიამ ბაგრატიონი და საქართველო
Resumen
წარმოდგენილ ნაშრომში ისტორიული წყაროებისა და ლიტერატურის მეშევეობით განხილულია მარიამ ბაგრატიონის ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა ბიზანტიასა და საქართველოში. მისი სწრაფვა ბიზანტიის საიმპერატორო კარზე პირველობისათვის, რომელიც დიდ წინააღმდეგობრივ ბრძოლებთან იყო დაკავშირებული.
მარიამ ბაგრატიონი დიდი პოლიტიკური მოღვაწე იყო და ძალიან ბევრი ცხოვრებისეული ქარტეხილი გადაიტანა. ის რეალურად მართავდა ბიზანტიის იმპერიას. იმდენად წარმატებული მოღვაწე გახდა, რომ მიუხედავად იმისა, ბიზანტიელები სხვა ერებს არ წყალობდნენ, გარდა ბერძნებისა, მაშინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას მისი გონების და სილამაზის წინაშე. დედოფალი, რომელიც მაშინდელი სამყაროს სუპერსახელმწიფოს პირველ პირად მოვლენილიყო, არ ივიწყებდა თავის ქვეყანას და ეხმარებოდა საჭირო რეფორმების გატარებაში, ქართული ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში და ქართველი ახალგაზრდების სწავლა-განათლების მიღებაში.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, ბიზანტია, იმპერია, დედოფალი, კონსტანტინოპოლი, თურქ-სელჩუკები, რეფორმები











