ტაო-კლარჯეთის რელიგიური მნიშვნელობის შესახებ
Resumen
ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩრდილო-აღმოსავლეთი ანატოლიის ართვინის, ერზრუმის, არდაჰანის და ყარსის მხარის ერთ ნაწილი იწოდება ტაო-კლარჯეთად. აღნიშნულმა მხარემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა IX.-XII საუკუნეებში. აქ, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, რომელმაც უფრო ინტენსიური ხასიათი ტაო-კლარჯეთის სამეფოს არსებობის პერიოდში მიიღო. მეათე საუკუნის წერილობითი ძეგლიდან „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქართლიდან კლარჯეთში ჩამოსულმა ღვთისმსახურმა გაშალა საეკლესიო მშენებლობა და გამოზარდა მოწაფეები. მეცხრე საუკუნის ბოლოს არაბთაგან დევნილი აშოტ კურაპალატი კლარჯეთში გადავიდა და სამეფო დაარსა. იგი და მისი მემკვიდრენი ხელს უწყობდნენ გრიგოლ ხანცთელის მიერ წამოწყებულ სამონასტრო მშენებლობას და მფარველობას უწევდნენ სულიერ ცხოვრებას. შემდეგში, ბაგრატიონთა დინასტია სამად დაიშალა: ძირითადი-ტაოს ბაგრატიონთა შტო, ქართველთა სამეფო და კლარჯეთის ბაგრატიონები. მომდევნო პერიოდში ტაოს ხაზი გაძლიერდა და აქ, მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ახალი მონასტრები იქნა აგებული. ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო მშენებლობა-მოღვაწეობასთან ერთად იგულისხმება სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობაც. სადაც ისწავლებოდა ქრისტიანული სარწმუნოება, ფილოსოფია, უცხო ენები და ხელოვნება. ამას გარდა, იწერებოდა წმინდანთა ცხოვრებანი, ორიგინალური საგალობლები და თეოლოგიური ტექსტები. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ამ ტერიტორიამ ქართული კულტურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ამის გამო საქართველოს სინაი დაერქვა.
საკვანძო სიტყვები: ტაო, კლარჯეთი, ართვინი, ერზრუმი, ეკლესია, მონასტერი











