CTH 446 - სახლის განწმენდის და ქვესკნელის ღვთაებების მოხმობის რიტუალი
Resumen
ტექსტის - “სახლის განწმენდის და ქვესკნელის ღვთაებების მოხმობის რიტუალი” ლაროშის კატალოგში 446 ნომრადაა წარმოდგენილი: A = KUB 7.41; B = KBo 10.45 + KBo 46.54 + ABoT 2.30; C = KUB 41.8 + KBo 48.89; KBo 58.14; D = KUB 12.56; E = IBoT 2.128; F = KBo 7.57 + KBo 68.195; G = KBo 54.19; H = KBo 45.194; I = KBo 48.95; J = KBo 51.38; K = KBo 53.34; L = KBo 55.46; M = KBo 39.12; N = KBo 54.18; O = KBo 51.39; P = KBo 57.31; Q = KBo 58.15; R = ABoT 2.29.
ტექსტის სტრუქტურა, შინაარსი სხვადასხვაგვარად შეიძლება გავაანალიზოთ, გარკვეული ადგილები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. საერთო ჯამში ესაა რიტუალი, სადაც რიტუალის შემსრულებელი მთელი რიგი ცერემონიების, მსხვერპლშეწირვის შემდეგ უხმობს ქვესკნელის ღვთაებებს, რათა სახლი, ქალაქი გაათავისუფლონ, განწმინდონ ყოველგვარი უკეთურებისაგან/ უწმინდურებისაგან და ისინი ქვესკნელში ჩაიტანონ და აღარასოდეს არ დააბრუნონ მიწაზე. უწმინდურების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მკვლელობა, ფიცის დარღვევა, ცრუ ცილისწამება, წყევლა, ჭორების გავრცელება, ჯადოქრობა, ქურდობა, საკულტო დანაშაულებები, როგორიცაა ღმერთებისთვის განკუთვნილი საკვების მოხმარება, ღმერთებისათვის საკვების უგულებელყოფა და სხვ., ანუ გარკვეული ქმედებები იწვევდა სოციალური და რელიგიური წესების დარღვევას, რაც ითვლებოდა დანაშაულად და მისი შედეგი იყო დაბინძურება/უწმინდურება, და ეს ყველაფერი უნდა გამოსყიდულიყო შესაბამისი რიტუალით, განწმენდითა და მსხვერპლშეწირვით.
საძიებო სიტყვები: ასირიოლოგია, ხეთები, რიტუალი, შელოცვა, განწმენდა, ქვესკნელი.











