ინფექციური დაავადებები და მათი მკურნალობა ქართულ წერილობით წყაროებში

  • Liana Samkurashvili ფილოლოგიის დოქტორი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სომხური და აღმოსავლური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი http://orcid.org/0000-0002-0724-1320
  • Irina Gogonaia პედაგოგიკის დოქტორი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი http://orcid.org/0000-0002-6540-2161
  • Tamar Abuladze ფილოლოგიის დოქტორი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი-მთავარი მცველი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი http://orcid.org/0000-0001-5666-0786
  • Lela Shatirishvili http://orcid.org/0000-0002-7846-2630
  • Natia Khizanishvili ისტორიის დოქტორი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი http://orcid.org/0000-0002-0612-8182

Resumen

სტატიაში მიმოხილულია  სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები (ფუნდამენტური ნაშრომები “წიგნი სააქიმოი“, „იადიგარ დაუდი“, „უსწორო კარაბადინი“, კრებულები, ცალკეული თხზულებები, კარაბადინები ), რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს X-XIX სს-ებს; ისინი ასახავენ ცნობებს ინფექციური დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ; ასევე, სამედიცინო ცნობები მემუარულ ლიტერატურაში ფოკუსით, საზოგადოების მიერ აღნიშნული დაავადებების აღქმაზე, წარმოდგენებზე, გამომწვევ მიზეზებსა და მართვის ხერხებზე. მასალა წარმოდგენილია ქრონოლოგიური, დარგობრივი და კულტურული გარემოსადმი კუთვნილების კუთხით: წარმოჩენილია თხზულებების ავტორთა თუ მთარგმნელ - გარდამთქმელთა როლი ეპიდემიოლოგიური დაავადებების შესახებ ცოდნის, სპეციალური ტერმინოლოგიის დამკვიდრების, აღმოსავლური და ევროპული ტრადიციის დანერგვის თავლსაზრისით.

ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაში ასახულია ზოგიერთი  ინფექციური დაავადების - შავი ჭირის, ქოლერის, კეთრის, ყვავილის, ტიფის -  დიაგნოსტიკა, დასნეულებულთა რეგიონული და სოციალური თავისებურებების გავლენა დაავადებათა გავრცელებასა და მიმდინარეობაზე, მკურნალობის ტრადიციული, ხალხური და თანადროული მეცნიერული მეთოდები, მათ შორის, ვაქცინაცია, განრიდება/იზოლაცია, სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. აღნიშნული ხელნაწერები ინახავს ცნობებს აღმოსავლელი, მუსლიმი და ევროპელი, ასევე, რუსი მედიკოსებისა და მეცნიერების შესახებ (გალენი, ჯენარი და სხვები); გარკვეულწილად, წარმოგვიდგენს საზოგადოების მიერ ინფექციური დაავადებებისადმი მიდგომის დეტალებს, ზოგადად, საერთო ცოდნასა და მედიცინის განვითარების სურათს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში. 

 

საკვანძო სტყვები: ინფექციური დაავადებები, ვაქცინაცია, ხელნაწერი, კოლექციები, კარაბადინი, წყაროები

Publicado
2022-12-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია