პატარა ლიახვის ხეობის ნასოფლარები
Resumen
შიდა ქართლის ხეობები, მათ შორის პატარა ლიახვის ხეობა მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითსა და ადრე ბრინჯაოს ხანაში, რაც ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალაც (ობსიდიანისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები, მიცვალებულთა კოლექტიური და ინდივიდუალური სამარხები, სპილენძის, ან ბრინჯაოს სატევრის პირები და ა. შ.) ცხადყოფს, თუმცა, ისტორიული და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად (ეპიდემიები, ლეკთა და ოსთა შემოსევები და სხვ.) უამრავი სოფელი ნასოფლარად იქცა.
პატარა ლიახვის ხეობაში არსებული სოფლებიდან ზოგიერთის სახელი მხოლოდ საისტორიო წყაროებმა შემოგვინახა. დოკუმენტებში დაცული ცნობების შესწავლის შედეგად, შესაძლებელია ლიახვის ხეობის რამდენიმე ნასოფლარის მდებარეობის დადგენა. ერთ-ერთი ასეთი ნასოფლარი “ქუაბნი” გვხვდება 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, სადაც დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში არსებული არაერთი სოფელი იხსენიება. დოკუმენტში ვკითხულობთ: `გორს რაც მცხეთის მამულნი და ვაჭარნი არიან, კუალად სოფელი ზერტი, თÂსითა მამულით, ნასოფლარი სათიბი, სოფელი ქვეში, სოფელი დისევი, ფლავი, სოფელი ჩხრიკეთი, სოფელი სათიხარი და ვანათს ცხრა კომლი კაცი, სოფელი ქუაბნი, სოფელი ქორდი და პატარა მეღვრეკისი, ერედს გილაძენი, ვირშას მონასტერი მთავარანგელოზისა-თÂსითა შესავლითა; ქრცხინვალს ელიოზიძე ურია, მამულითა.” დოკუმენტში მოხსენიებული `ქვაბნი~, ჩვენი აზრით, პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე მდებარეობდა და სოფელ ვანათს ესაზღვრებოდა.
საკვანძო სიტყვები: ნასოფლარები, პატარა ლიახვის ხეობა, შიდა ქართლი, ისტორიული წყაროები, მდ. პატარა ლიახვი.











