SOURCE OF GELATIAN TRANSLATION (K14) OF ST. MAXIMUS THE CONFESSOR'S "QUESTIONS AND DOUBTS TO THALASSES”
Abstract
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის პატრისტიკული მემკვიდრეობიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია „თალასესადმი კითხვა-მიგება“. თხზულება ეგზეგეტიკური ხასიათისაა. მასში ღირსი მამა განმარტავს წმინდა წერილის ზოგიერთ რთულად გასაგებ ადგილს. ნაშრომი კითხვა-მიგების ფორმითაა დაწერილი. განსამარტავი ტექსტების შერჩევის ინიციატორია ღირსი თალასე, რომელიც წმინდა მაქსიმეს უგზავნის შეკითხვებს. სულ 65 კითხვა-მიგებაა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის თხზულებების შემცველი XII საუკუნის ხელნაწერი კოდექსი. მასში განთავსებულია წმინდა მამის 24 თხზულება, რომელთა შორის ერთ-ერთია “Questions and Doubts to Thalasses”-ის ქართული თარგმანი.
ხელნაწერთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკვლევი საკითხია წმინდა მაქსიმე აღმსარებლის „თალასესადმი კითხვა-მიგების“ გელათური თარგმანის წყაროს დადგენა. ამისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ "Questions and Doubts to Thalasses"-ის ბერძნული ხელნაწერული ტარდიცია. წმინდა მაქსიმეს თხზულების ბერძნული ხელნაწერები იყოფა ორ გვარეობით ოჯახად: ერთი არის იტალიურ-ბერძნული ოჯახი, მეორე – აღმოსავლური ოჯახი.
ორიგინალური ბერძნული ტექსტების გათვალისწინებით ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, კერძოდ, ბერძნული ხელნაწერების რომელი ვერსიიდან მომდინარეობს გელათური თარგმანი. დადგინდა, რომ გელათური ხელნაწერი მომდინარეობს ამჟამად უცნობი ბერძნული ხელნაწერიდან, რომელიც მიეკუთვნება ω ოჯახის N ხელნაწერთა ჯგუფს.
საძიებო სიტყვები: ლიტერატურის ისტორია, წყარო, მაქსიმე აღმსარებელი, წმინდა წერილი, ხელნაწერი, გელათური თარგმანი.