პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ანონიმი ავტორის რელიგიური მსოფლმხედველობა და პროვიდენციალური ხედვა

  • Tea Gogolishvili მედიევისტიკის მიმართულების დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი http://orcid.org/0000-0003-0479-0487

Resumen

შუა საუკუნეების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჯვაროსნული ლაშქრობების შესწავლას. ისტორიკოსები დღემდე არ წყვეტენ კვლევა-ძიებას ამ მეტად საინტერესო მოვლენის ირგვლივ. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა დიდწილად განაპირობეს ახალ, უახლესსა და თანამედროვე პერიოდში ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა, თანაარსებობა, ურთიერთდამოკიდებულება და მტრობა თუ მეგობრობა. მოცემულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის (1095-1099) მეტად გამორჩეული ავტორის პირველწყაროს. მისი სახელი ჩვენთვის უცნობია, ამიტომ სამეცნიერო ლიტერატურაში ის მოიხსენიება, როცორც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ანონიმი ისტორიკოსი. მისი წყარო - Gesta Francorum et aliorum Hierosolymitanorum (ფრანკებისა და სხვა მომლოცველების საქმეები იერუსალიმში) ფასდაუდებელია, რადგან ავტორი თავისი თვალით ნანახი მოვლენების შესახებ გვიყვება. ჩვენს მიზანს წარმოადგენს წყაროს კომპლექსური კვლევის საშუალებით გავაანალიზოთ ანონიმი ავტორის მსოფლმხედველობა და იდეოლოგიური პრონციპები. წარმოვაჩინოთ ავტორისეული მოვლენების აღქმა  და მისი პროვიდენციალური ხედვა. სამეცნიერო სტატიაში მოყვანილი არის წყაროში წარმოდგენილი პროვიდენციალური აზროვნების მაგალითების ლათინური ამონარიდები და მისი ქართული თარგმანი.

 საკვანძო სიტყვები: ჯვაროსნები; წყაროთმცოდნეობა; შუა საუკუნეების მენტალიტეტი; პროვიდენციალიზმი; სქოლასტიკა; ლათინი ავტორები; რელიგიური მსოფლმხედველობა.

Publicado
2022-07-07
Sección
სამეცნიერო სტატიები - მსოფლიო ისტორიის სექცია (შუა საუკუნეებ)