ფერების სიმბოლიზმი ქართულ ტრადიციულ კოსტიუმში
Resumen
წარმოდგენილი ნაშრომი პირველი ცდაა ქართული ტრადიციული კოსტიუმის ფერთა სიმბოლიზმის კვლევისა.
კვლევის მიზანია ნაშრომში შევიდეს ზუსტი ინფორმაცია ქართული სამოსის დომინანტ ფერთა შესახებ, რადგან ბოლო ათწლეულში, საზოგადოების მხრიდან ქართული სამოსის დაინტერესებას მოჰყვა ტერმინთა უნიფიკაცია, უხეში უზუსტობები ფორმებში, დომინანტ ფერებში, შემკულობაში და სხვ.
შესწავლილი ნივთიერი მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ, რეგიონულ და კერძო მუზეუმებში და განეკუთვნება XVIII-XX საუკუნეებს.
ქართული კოსტიუმის დომინანტი ფერების დასადგენად ცალ-ცალკე განიხილება სამოსის ელემენტები ფერებისა და რეგიონული კუთვნილების მიხედვით, ჯგუფდება და განისაზღვრება რეგიონში მოხმარებულ ფერთა მეტნაკლებობა, ხოლო მათი დაჯამება საბოლოოდ წარმოადგენს ზოგადქართული სამოსის პრიორიტეტულ ფერთა პალიტრას.
ნაშრომი დაეხმარება ქართული სამოსის სფეროში მოღვაწე მეცნიერებს, მასწავლებლებსა და სამოსის კონსტრუქტორებს.
საკვანძო სიტყვები: ქართული ეროვნული კოსტიუმი, ფერი, ჩოხა, ახალუხი, ყაბალახი, სამოსი











