შალვა ახალციხელის ისტორიულ-მხატვრული სახე გრ. აბაშიძის რომანებში

  • Vakhtang Inauri ფილოლოგიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ., No113 , 0800, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-8069-1400

Resumen

შალვა ახალციხელი  XII-XIII საუკუნის ცნობილი ქართველი სარდალი და სამხედრო-სახემწიფო მოღვაწე უპირველესი გმირია თამარ მეფისა და  ლაშა-გიორგის მეფობის ეპოქაში. იგი თავისი თავდადებული  და მამულიშვილური სულისკვეთებით, თავისი წვლილით  ქვეყნის ისტორიაში სრულიად გამორჩეული პიროვნებაა.  მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი, მაგრამ საყურადღებო  მასალაა შემონახული ქართულ ისტორიულ წყაროებში.

      ასევე მნიშვნელოვანია შალვა ახალციხელის სახე ქართულ მწერლობაში. კერძოდ, გრ. აბაშიძის რომანებში ასახულია  ახალციხელი, როგორც სამხედრო და ამავე დროს პოლიტიკური მოღვაწე.

      მატიანეზე დაყრდნობით ამ დიდი მხედარმთავრის ცხოვრება მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს ქართველი ისტორიული რომანის  ცნობილი მწერლის გრიგოლ აბაშიძის რომანები ,,ლაშარელა’’ და ,,დიდი ღამე’’. ,,ქართლის ცხოვრება’’ და გრ. აბაშიძის რომანები ის მნიშვნელოვანი და იშვიათი წყაროებია, რომლებიც მკითხველსა და ისტორიით დაინტერესებულ  პირებს მეტად ღირებულ ინფორმაციას აწვდიან  ახალციხის საბრძოლო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე.

      აღნიშნული წყაროების მიხედვით შალვა ახალციხელი თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის თანამედროვე სამხედრო-სახელმწიფო მოღვაწე იყო, მის სახელს უკავშრდება ბასიანისა და შამქორის ომებში ქართული ჯარის წარმატება. ამავე დროს, იგივე მასალა გვაძლევს საშუალებას  გავაცნოთ მისი დაღუპვის და ქართული ჯარის საბედისწერო მარცხი გარნისთან ჯალალედინის წინააღმდეგ ომში.

      ახალციხის ცხოვრების ფონზეა ასახული, ქვეყნისა და  ერის წინაშე მოღალატური მოქმედება ივანე ათაბაგისა, რომელმაც თავისი ბუნდოვანი თუ გამიზნული ქმედებით გაწირა შალვა ახალციხელი და 4000 მესხი, რასაც მოჰყვა მეფის ჯარის დეზორგანიზაცია და  დაშლა. ამ ფაქტის მიხედვით ცხადი ხდება, რომ შალვა ახალცხიელისა და 4000 მესხისაგან შემდგარი მოწინავე რაზმი იყო ბრძოლაში გადამწყვეტი ძალა. ამ რაზმის დაღუპვას მოჰყვა ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო სტრუქტურის ჩამოშლა.

     ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია შალვა ახალციხელის ისტორიულ-ლიტერატურული სახის შესწავლა და  მეცნიერული გამოკვლევა.

       ,,ქართლის ცხოვრება’’ იძლევა შალვა ახალციხელის ზოგად სახეს. ისტორიულ ფაქტებს, პიროვნებისადმი უფლის მოწყალების მიხედვით განიხილავს,  ჩანს გმირის ინდივიდუალური უნარი. მწერალი გრ. აბაშიძე, მიუხედავად იმისა, რომ იგი მატიანეს მიჰყვება, მაინც ავსებს გმირის სახეს მხატვრული გამონაგონით, მის პიროვნულ ღირსებებს, ასახავს პირად წვლილს  ქართული ჯარის წარმატებაში. ამ მეთოდით იგი ავსებს  ისტორიას და ქმნის გმირის მხატვრულ ტიპს.

საძიებო სიტყვები: ახალციხელი, გარნისი, ,,დიდი ღამე’’, ათაბაგი, ჯალალედინი.

Publicado
2022-07-04
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია