დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის თვალით დანახული ბოლშევიზმი საქართველოში
Resumen
მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამი ისტორიული მოვლენა.1.საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა (1917 წლის 12 მარტი),2.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება (1918 წლის 8 თებერვალი),3.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა (1918 წლის 26 მაისი).დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იყო ის სასულიერო პირი,რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში,მას ჰქონდა უმაღლესი სასულიერო განათლება,გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებით,იყო სამშობლოს და დედა ეკლესიის თავისუფლების დაუცხრომელი პროპაგანდისტი.იგი იყო კათალიკოზ-პატრიარქ კირიონის ღირსეული თანამებრძოლი,აკრიტიკებდა ყველა იმ მანკიერებებს,რასაც ადგილი ჰქონდა ახლად განთავისუფლებული ეკლესიის საქმიანობაში.მან მომავალ თაობას დაუტოვა ვრცელი ჩანაწერები,რომელიც ეხება როგორც საეკლესიო ასევე საერო ცხოვრებას.განსაკუთრებით ძვირფასია მის მიერ აღწერილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1917-1932 წლებში,როგორც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე,ასევე ბოლშევიკურ საოკუპაციო ხელისუფლებაზე, პოლიტიკურ რეპრესიებზე, ბოლშევიკების დამოკიდებულებაზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპებზე, რაც მიმართული იყო ქართველი ერის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.ავტორი გაბედულად ამხელს ე.წ.საბჭოურ ექსპერიმენტებს:კოლექტივიზაცია,ინდუსტრიალიზაცია,კულტურული რევოლუციას, აჩვენებს საოკუპაციო ხელისუფლების მმართველი კლანების შიდადაპირისპირებებს და მოძალადეობას. აგრესიული ათეისტური პოლიტიკის დამანგრეველ შედეგებს,რამაც განადურებამდე მიიყვანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის ჩანაწერები ძვირფასი წყაროა მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიისათვის.
საკვანძო სიტყვები: დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე; კათალიკოზი კირიონი; ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლება, პოლიტიკური რეპრესიები; კოლექტივიზაცია; ინდუსტრიალიზაცია; კულტურული რევოლუცია;











