ახალი ცნობა იერუსალიმის დელტავის მონასტერზე ხელნაწერ იერ. 65-ის მიხედვით

Resumen

სტატიაში განხილულია იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული ქართულ ხელნაწერთა კოლექციის კუთვნილ პარაკლიტონში (# 65 ნუსხა) წარმოდგენილი ანდერძი, რომლის ავტორია ქართველი მონაზონი ქალი დუდა. ანდერძში, რომელიც მე-13 საუკუნით უნდა დათარიღდეს, ვხვდებით ცნობებს შუა საუკუნეების ორი ქართული ფეოდალური საგვარეულოს - აბაზაისძეებისა და ჯაყელების - შესახებ. ტექსტიდან ირკვევა, რომ ხელნაწერ იერ. 65-ის მომგებელი დუდა ყოფილა აბაზაისძე ტბელის ასული, ბეშქენ ბიბილა ჯაყელის მეუღლე  და სამი ვაჟის: სულას, ბოცოს და მემნას დედა. მემნას სიკვდილის შემდეგ დუდას იერუსალიმში წასვლა გადაუწყვეტია და დამკვიდრებულა ნათლისმცემლის დელტავის მონასტერში. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, დუდას ანდერძის საფუძველზე უეჭველად დასტურდება შემდეგი:  ა) დელტავის მონასტერი მდებარეობდა იერუსალიმში; ბ) დელტავის მონასტერი აგებული ყოფილა იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ამდენად, დუდას ანდერძი საყურადღებო მონაცემებით ამდიდრებს მონასტრის ისტორიას და აჩენს ახალ პერსპექტივებს მონასტრის ლოკალიზაციის კუთხით.

საკვანძო სიტყვები: წმინდა მიწა, საქართველო, მონაზვნობა, დელტავის მონასტერი იერუსალიმში, ხელნაწერი ტრადიცია

Publicado
2021-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - წყაროთმცოდნეობა (ისტორიოგრაფია)