რომულუსისა და ნუმას დიპლომატია
Resumen
ანტიკური რომის მეფეთა ხანის პერიოდის დიპლომატიაში მთავარი ადგილი ეკავა მოლაპარაკებებს, რომელსაც მეფეები ურთიერთგანსხვავებულად და დამოუკიდებლად აწარმოებდნენ. გარდა იმისა, რომ რომულუსის და ნუმას დიპლომატია მოიცავდა ელჩების არა მხოლოდ გაცვლას, არამედ ისიც აღსანიშნავია, რომ უცხო ტომის მეთაურებს მეფის სიტყვას აცნობდნენ.
რომულუსის ქმედებებმა, რომელიც გამოხატული იყო ფორმალური გზით განსაზღვრა დიპლომატიის ძირითადი მიდგომები და თავიდან აიცილა მეზობელ ხალხთან კონფლიქტი. ხოლო ნუმას რელიგიურმა დიპლომატიამ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე და ცდილობდა ლათინიუმის ხალხთან შეენარჩუნებინა მშვიდობიანი ურთიერთობები.
რომულუსის მიერ დაფუძნებული დიპლომატიური ფორმები როგორც მხარეთა თანასწორობის ფორმა განსაკუთრებული მოვლენა იყო. მისი დიპლომატია, უცხო ტომების ელჩებთან მოლაპარაკებების წარმოებაში გამოიხატა, რომელიც მეორე მხარეს იძულებულს ხდიდა თანაბარუფლებიანობის პრინციპით ეწარმოებინა მოლაპარაკებები. მისთვის, დიპლომატია იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან მასზე დამოკიდებული იყო თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა უცხო ან მეზობელ ტომებთან ურთიერთობები.
ნუმა განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკულ დიპლომატიას ანიჭებდა. მან შემოიღო და დააფუძნა ფიცი, რომლის გატეხვა ან შეუსრულებლობა ღვთიურ რისხვად და უზენაეს სასჯელად მიიჩნეოდა. დიპლომატიური ინტერესების რეალიზაციისა და წარმატებისთვის ყოველთვის ხელსაყრელ პოზიციებს ელოდებოდა, მათ შორის მსჯელობას, ურთიერთდათმობებსა და რაც მთავარია შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას.
დიპლომატიური უპირატესობის შემთხვევაში რომულუსი და ნუმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სად იწარმოებოდა და წარიმართებოდა დიპლომატიური პროცესი.
რომულუსის და ნუმას პერიოდში გატარებულმა მთავარმა დიპლომატიურმა მეთოდებმა ხელი შეუწყო მშვიდობიან ურთიერთობებს რომელმაც თავის მხრივ, დიპლომატიური ინსტიტუტებისა და დისკურსების ერთობლიობის პრაქტიკა დააფუძნა რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა დიპლომატიის გაგებასა და მის ფუნქციონალურ განვითარებაზე.
საკვანძო სიტყვები: რომულუსის დიპლომატია; ნუმას რელიგიური დიპლომატია; მოლაპარაკებები; ელჩები; ფიცი;











