მეფე ვახტანგ III იერუსალიმსა და წმინდა ჯვრის მონასტერში (1300 წ. იანვარი)

  • ELDAR MAMISTVALISHVILI ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-5978-7624

Resumen

ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერულად არის შეწავლილი  წმინდა მიწის, კერძოდ იერუსალიმისაკენ  ქართველთა მისწრაფების მიზნებისა და შედეგების შესახებ. მას შემდეგ რაც წმინდა მიწაზე მუსლიმანები გაბატონდნენ ქართველი პოლიტიკური და რელიგიური მესვეურნი ევროპის სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობის დროს მუდმივად აყენებნენ წმინდა მიწის განთავისუფლების საკითხს და სავარაუდო მოკავშირეებს თვითონაც აქტიურ სამხედრო მონაწილეობას პირდებოდნენ. ქართული სახელ­მწიფოს აქტიურობა ამ მხრივ რელიეფურად გამოჩნდა მეფე ლაშა გიორგის IV-ის დროს (1213-1223), როდესაც ის მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობას აპირებდა და მოკავშირეებთან ის მარშრუტიც ჰქონდა შეთანხმებული საიდანაც უნდა დაერტყა ეგვიპტის მომხრეებისათვის. მაგრამ მონღოლთა საქართველოზე თავდასხმებმა შეცვალა მეფის გეგემები, თვითონაც მათთან ბრძოლაში დაიჭრა და გარდაიცვალა.  მონღოლების მიერ დაპყრობის შემდეგ ქართველი მეფეები ცდილობდნენ მონღოლების ეგვიპტის მამლუქთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა გამოეყენებინათ (ამას ცდილობდნენ კილიკიის სომეხ მაფეებთან ერთად თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში). მათი სურვილი იყო წმინდა ქალაქი იერუსალიმი ქრისტიანების განკარგულებაში გადასულიყო.      

სტატიაში არის მტკიცება, რომ იერუსალიმის  ქართულ  წმინდა ჯვრის მონასტერში დაწერილი აღაპის ინფორმაცია ნათელს ხდის, რომ მეფე ვახტანგ III (1298 ან 1299 და 1302-1308) მონღოლთა ჯართან ერთად 1299 წლის დეკემბერსა და 1300 წლის იანვარში  იერუსალიმსა და მის მახლობლად მდებარე  ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა.  აღაპიდან ჩანს, რომ მეფემ მონასტრის ბერებს მნიშვნელოვანი შესაწირი გადასცა, რომლითაც მათ გარკვეული სარესტავრაციო სამუშაო ჩაატარეს. ამგვარად, აღაპი სარწმუნოს ხდის ზოგიერთი თანამედროვე ევროპელი  მემატიანეებისა და ისტორიკოსების ცნობებს (მათ მიმართ არსებობს, როგორც ევროპელი ისე ქართველი მკვლევრების სკეპტიციზმი) მონღოლებთან ერთად ქართველი და სომეხი მეფეების იერუსალიმში ყოფნას 1300 წლის იანვარში, რაც  მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტია.

 

საძიებო სიტყვები: იერუსალიმი, მონღოლები, ვახტანგ III, აღაპი, ეგვიპტე.

Publicado
2021-12-23
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია