თრუსოს ხეობის კომპლექსური შესწავლის საკითხისათვის
Resumen
მაღალმთიანი თრუსოს ხეობა რუსეთთან სასაზღვრო რეგიონს წარმოადგენს, რომელიც წარსულში საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის, დვალეთის ნაწილი იყოდა ქართული ეთნიკურიჯგუფით - დვალებით იყო დასახლებული. დვალური მოსახლეობის ნაწილი XVII-XVIII საუკუნეებში მიგრირებულ ოსურ მოსახლეობაში ასიმილირდა, ნაწილი კი საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებში იძულებით გადასახლდა. თრუსოს ხეობაში დამკვიდრებულმა ოსებმა, თავის მხრივ, აითვისეს ადგილობრივი ქართული მოსახლეობისრიგი კულტურული ტრადიციები, რაზეც მეტყველებს სინთეზური არქიტექტურა, რიტუალური წესები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და ა.შ. ამდენად, თავისი ისტორიული წარსულით, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობით, მოსახლეობის ყოფის, მატერიალური თუ სულიერი კულტურის განვითარებით თრუსოს ხეობა საკმაოდ მდიდარ და მრავალფეროვან მხარეს წარმოადგენს.
თრუსოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის კომპლექსური კვლევისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცას ქართული ნარატიული, დოკუმენტური და ეპიგრაფიკულიწერილობითი ძეგლები („ძეგლი ერისთავთა“, „გერგეტის სულთა მატიანე“, „სამთავისის სამწყსოს დრამისა და შესავლის წიგნი“, ვახუშტი ბატონიშვილის, პაპუნა ორბელიანის და სხვ. ცნობები.), საარქივო მასალები, XVIII საუკუნის მოსახლეობის აღწერის მონაცემები, სამეფო ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები, XVIII-XIX საუკუნეებში უცხოელ მოგზაურთა (გიულდენშტედტი, აიხვალდი, რაინექსიდასხვ) ცნობები, ქართული სამეცნიეროლიტერატურა (ნ. ბერძენიშვილი, ვ. გამრეკელი, ბ.გამყრელიძე, გ. ჩიქოვანი, ვ.ითონიშვილი, რ. თოფჩიშვილი და სხვა). XIX საუკუნეში თრუსოს ხეობაში რელიგიური ვითარების შესასწავლად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს „ოსეთის სასულიერო კომისიისა“ (1774-1861 წწ.) და „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების“ (1863-1917 წწ.), ასევე საქართველოს საეგზარქოსოს კაცნელარიის ფონდში დაცული მასალები. არსებულიწყაროები თრუსოს ხეობის ისტორიის ინტერდისციპლინარული კვლევის მრავალფეროვან საფუძველს იძლევა და წარმოაჩენს ხეობის ისტორიულ-გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული (არქიტექტურა, მცირე ზომის ქვის რელიეფები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა არტეფაქტები) შესწავლის ძირითად პრობლემებსა და მახასიათებელებს.
საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის კომპლექსური ანალიზის საფუძველზე ნაშრომში წარმოჩენილია რეგიონის კვლევაში არსებული ძირითადი პრობლემები: თრუსოს ისტორიული გეოგრაფია და საზღვრები, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ურთიერთმიმართების საკითხი, თრუსოს საერო არქიტექტურის (ზურგიანი კოშკების) ისტორიულ-კულტურული ნარატივი, წერილობითი კულტურის ძირითადი მახასიათებელები, სარწმუნოებრივი ვითარება თრუსოს ხეობაში, კოლექტიური კულტურული იდენტობის საკითხები და ა. შ.
საძიებო სიტყვები: თრუსო, დვალეთი, არაგვის საერისთავო, ქართული და უცხოური წყაროები, არქიტექტურა,











