მასალები XVI საუკუნის ოსმალური წყაროდან ქართული ისტორიული კოსტიუმის შესწავლისათვის

  • IRINA UGREKHELIDZE აკადემიური დოქტორი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების კურატორი; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0001-7982-9927
  • NONA KARTSIDZE ისტორიის დოქტორი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0002-6148-4753
  • ELISO CHUBINIDZE მაგისტრი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი

Resumen

სტატიაში დასმულია საკითხი ქართული ისტორიული კოსტიუმის კვლევისათვის უცხოური, კერძოდ თურქული (ოსმალური) წერილობითი წყაროს მნიშვნელობის შესახებ. განხილულია 1586 წლით დათარიღებული ასაფი დალ-მეჰმედ ჩელების ისტორიული თხზულების „შეჯაათნამეს“ ხელნაწერის მინიატურებზე გამოსახული ქართველთა სამოსი და თავსაბურავები. გავლებულია პარალელი ქართულ წერილობით წყაროებსა და მონუმენტურ და მინიატურულ ფერწერაში ასახულ სამოსთან. დასასრულ გამოთქმულია მოსაზრება თურქულ მინიატურულ ფერწერაში ისტორიული კოსტიუმის კვლევისათვის საინტერესო მასალების სავარაუდო არსებობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ისტორიული კოსტიუმი, „შეჯაათნამე“, მინიატურა, წყაროები, თავსაბურავი.

Publicado
2021-07-02
Sección
სამევნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორიის სექცია