ქართველები მონღოლთა დიპლომატიურ სამსახურში

  • ELDAR MAMISTVALISHVILI გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი http://orcid.org/0000-0002-5978-7624

Resumen

ცნობილია, რომ ლიონის მეორე საეკლესიო კრებას, რომელზეც  განიხილეს ეგვიპტის სულთნების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, მონღოლთა ყაენის,  აბაღა-ხანის ელჩებიც ესწრებოდნენ. აბაღას სურდა ლათინებთან ერთად შეექმნა  ანტიეგვიპტური ალიანსი. საეკლესიო კრება უშედეგოდ დასრულდა.

განსაკუთრებული  მნიშვნელობის მოვლენა იყო მონღოლთა ელჩობა საფრანგეთსა და ინგლისში 1276-1277 წლებში. აბაღას  ელჩები რომ  ეწვივნენ    საფრანგეთის მეფე ფილიპე  III-ს (1270-1285), ამის შესახებ აღნიშნულია სენ-დენის ქრონიკაში. მემატიანე ელჩებს მოიხსენიებს   ქართველებად, მაგრამ არ გვეუბნება მათ სახელებს, ან საიდან იცოდა, რომ  ისინი ქართველები იყვნენ.

შემდეგ ელჩები გადავიდნენ ინგლისში ედუარდ I პლანტაგენეტთან (1272-1307).

 ცნობილი წყაროები საშუალებას არ გვაძლევს ზუსტად ვთქვათ ელჩების ეთნიკურობის  შესახებ. ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ როგორც ქართველები, ასევე ბერძნები ან სომხები. მაგრამ გვაქვს არაპირდაპირი მინიშნებანი, რომლითაც შეიძლება უპირატესობა მივანიჭოთ ელჩების ქართველობას.

ილხანმა არღუნ-ხანმა (1284-1291) ასევე სცადა ლათინებთან სამხედრო ალიანსის დამყარება პაპის მეთაურობით,  მამელუქთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთად საბრძოლიველად.  არღუნმა ელჩები გაგზავნა 1289 წელს საფრანგეთის მეფის ფილიპე IV- სთან (1284-1315) წერილით, რომელშიც აღნიშნული  იყო, რომ მამელუქებზე გამარჯვების შემთხვევაში, არღუნი საფრანგეთის მეფეს გადასცემდა იერუსალიმს; მის ჯარში იქნებოდნენ საქართველოს ორი მეფე 20 ათასი ან მეტი მხედრით. დადგენილია, რომ არღუნ ხანის მიერ პაპთან გაგზავნილი ელჩობის  ორი წევრი ქართველი იყო.

საძიებო სიტყვები:  კრება. აბაღა-ხანი, ეგვიპტე, არღუნ-ხანი, საფრანგეთი, ინგლისი.

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია