სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის განვითარება როგორც ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა

  • David Chelidze ეკონომიკის დოქტორი საქრთველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი http://orcid.org/0000-0001-8179-0822

Resumen

ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური პარამეტრების, კერძოდ მთლიანი შიდა პროდუქტის, სახელმწიფო ვალისა და მათი თანაფარდობის ანალიზის პარალელურად ნაშრომის პირველ ნაწილში, განხილულია ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ისეთი ძირითადი პარამეტრების დინამიკა როგორებიცაა: საგარეო სავაჭრო სალდო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სახელმწიფო ვალის მომსახურებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებები.

საქართველოს ძირითად ეკონომიკურ პარტნიორებთან: უკრაინასა და რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ პერიოდში გამოკვეთილი მზარდი საქონელბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების მოძიება-განხილვისა და ომის ზემოქმედებით აღნიშნულ ქვეყნებთან არსებული ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვანი ტრანსპორმაციის სავარაუდო რისკების გათვალისწინებით გამოკვეთილია მოსაზრება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი დარგების განვითარების აუცილებლობის შესახებ.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების ანალიზზე დაყრდნობით ნაშრომში წარმოდგენილია კონკრეტული მოსაზრებები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი ინდუსტრიის სტიმულირების შესახებ.

 

საკვანძო სიტყვები:  მაკროეკონომიკური პარამეტრები, საქონელბრუნვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი ინდუსტრია.

Publicado
2022-12-18
Sección
Articles