რეგიონული სავალუტო კავშირები - მსოფლიო სავალუტო სისტემის განვითარების შესაძლო მიმართულება

  • George Gavtadze ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორანტთა და მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური კვლევითი კლასტერის ხელძღვანელი 59, თამარ მეფის ქ., ქუთაისი, 4600, საქართველო http://orcid.org/0000-0001-6080-0163

Resumen

ცნობილია, რომ ეკონომიკურმა პროცესებმა, უკვე კარგა ხანია, გლობალური ხასიათი მიიღო, რაც, განსაკუთრებით, ეხება ფინანსურ ურთიერთობებს. აღნიშნული საკითხი აქტუალურია როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის, რასაც, ძირითადად, მსოფლიო კონკურენციულ ბრძოლაში წარმატების მიღწევის სურვილი განაპირობებს. ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოები, რომელთაც ნაკლებად ძალუძთ გლობალურ გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ცდილობენ მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას სხვა ქვეყნებთან არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური, ფინანსური თანამშრომლობის გაღმავების კუთხით.

მსგავსი პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, განვითარებად და ახლადწარმოქმნილ ქვეყნებში. აღნიშნულის შედეგი იყო სხვადასხვა სახის კავშირების შემქმნა, რომელთა მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა საფინანსო-ეკონომიკური კრიზისების შედეგად, მათი ზეგავლენის შემცირებისა და ეკონომიკის სწრაფი რეაბილიტაციის სურვილიდან გამომდინარე.

არსებული ვითარება მეცნიერ-ეკონომისტების დიდ ინტერესს იწვევს. მაგალითად, მსოფლიოს ერთ-ერთი ბოლო, 2008-2010 წლების, კრიზისი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის კვლევის ობიექტი გახდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა ამოწურულია. თუმცა, ზოგიერთი საკითხის შესწავლა, რომელიც ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება, კვლავაც შეიძლება გაგრძელდეს, დამატებით. ერთ-ერთი ასეთია სავალუტო სისტემა, მისი მდგრადობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.

კრიზისის შემდგომ, მეტი ძალით განახლდა საუბარი იმაზე, რომ არსებული სავალუტო სისტემა ვეღარ პასუხობს ახალ მოთხოვნებს და იგი სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს. მსოფლიო ექსპერტების დიდი ნაწილი ეთანხმება იმ აზრს, რომ მომავალი სახელმწიფოთაშორის რეგიონულ სავალუტო სისტემებს ეკუთვნის, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული ქვეყნები მოახდენენ მნიშვნელოვან დაახლოებას მაინც, თუ უნიფიცირებას არა.

წარმოდგენილი ნაშრომის ფარგლებში განხორციელებულია ანალიზის მცდელობა იმისა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი პროცესების განხორციელება მომავალში, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს და რატომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის საფინანსო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოწვევებზე საპასუხოდ, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე მომავალში.

 

 საკვანძო სიტყვები: რეგიონული თანამშრომლობა, სავალუტო რეჟიმები და შეთანხმებები, მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაცია

Publicado
2022-12-18
Sección
Articles