ეკონომიკური ზრდის და განვითარების დეტერმინანტები გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევების პირობებში

  • Givi Bedianashvili ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, .0186 საქართველო http://orcid.org/0000-0003-4521-737X

Resumen

სამეცნიერო ნაშრომის „ეკონომიკური ზრდის და განვითარების დეტერმინანტები გლობალიზაციის თანამედროვე გამოწვევების პირობებში“ მიზანია გლობალიზაციის თანამედროვე თავისებურებების იდენტიფიცირება, ეკონომიკური ზრდის და განვითარების მთავარი დეტერმინანტების გამოვლენა, მათი სპეციფიკის დახასიათება, ამ მიმართებით საქართველოს ძირითადი გამოწვევების დაფიქსირება და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება. მსოფლიო ცივილიზაცია გამოირჩევა განუზღვრელობის განსაკუთრებით მაღალი ხარისხით, რასაც განაპირობებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესები, რომლებიც თავისი მოქმედების არეალით სცილდებიან კონკრეტული ერთი სფეროს საზღვრებს და უკვე ხშირ შემთხვევაში არის სხვა სფეროებში მნიშვნელოვანი, ზოგჯერ კრიზისული შოკური ეფექტების გამომწვევი მიზეზი. ყოველი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი ხდება პირველ რიგში თავისი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფუნციონირების მდგრადობის უზრუნველყოფა, რაც აქტუალური გახდა ჯერ კიდევ ტურბულენტური გლობალიზაციის გარემოში. ქვეყნის მდგრადობა დამოკიდებულია მისი სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების დონეზე, რაც წარმოადგენს კომპლექსურ პრობლემას და მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, ტექნოლოგიურ და საზოგადოების ცხოვრების სხვა სფეროებს. აქედან გამომდინარე, აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების დეტერმინანტების გამოვლენისას სოციალურ-ეკონომიკური კონცეფციის გამოყენება, ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორების სისტემური წარმოდგენა და ანალიზი. გამოყოფილია ეკონომიკური ზრდის და განვითარების ისეთი დეტერმინანტები, როგორიცაა განუზღვრელობის მაღალი დონე, კლიმატის გლობალური ცვლილება, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირება, კულტურის და ფასეულობების მახასიათებლები. გამოთქმულია მოსაზრებები საქართველოსთვის აღნიშნული გამოწვევების და დეტერმინანტების შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ.

 საძიებო სიტყვები: ტურბულენტური და კონფრონტაციული გლობალიზაცია, განუზღვრელობა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების დეტერმინანტები, ეროვნული კულტურის თავისებურებები.

Publicado
2022-12-18
Sección
Articles