კოვიდ პანდემის გამოწვევები და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები

  • David Tchiotashvili ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი. ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0002-2500-6252
  • Tsiuri Duruli ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი. ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0001-6915-9771
  • Khaliana Chitadze ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0000-0001-6795-9484
Palabras clave: ტურიზმი საქართველოში; ტურისტული პოტენციალი; კოვიდ პანდემია; ტურიზმი და ეკონომიკა.

Resumen

დღევანდელი რეალობაა ის, რომ როგორც მთელი მსოფლიო, ისე საქართველოც ებრძვის კოვიდ ინფექციის გავრცელებას და მისგან გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს, პირველი რიგის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ არაფერია ცნობილი რა შეიძლება იყოს და როგორ ვებრძოლოთ უხილავ მტერს, რომელიც მსოფლიო კაცობრიობას ემუქრება არა მარტო სიცოცხლის მოსპობით, არამედ სრული ეკონომიკური რეცესიით და ეკონომიკური კოლაფსით, რაც პირველ რიგში ეხება ტურიზმის სექტორს ყველა მასში ჩართულ ეკონომიკურ სუბიექტებს.

ნაშრომის ძირითადი მიზანია, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ საქართველოში ტურიზმის განვითარების მზარდი შესაძლებლობების ანალიზი და ბოლო პერიოდში გამოვლენილი უხილავი მტრის, კოვიდ პანდემიის მიერ გამოწვეული და მიყენებული კატასტროფული შედეგების გაანალიზება და შემდგომი  პერსპექტივების დასახვა. გაანალიზებულია საქართველოში ტურიზმის ზრდის და ფინანსური შემოსავლების სტატისტიკური მონაცემები, საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა და კოვიდ პანდემიის შესაბამისობა და გავლენა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, ან საუკეთესო შემთხვევაში წლების მანძილზე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნების შესაძლო პერსპექტივით,  ტურიზმის სიცოცხლისუნარიანობას. ასევე, ქვეყნის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

Publicado
2021-12-11
Sección
Articles