Revistas
-
ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია
ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგებში. ჟურნალში იბეჭდება გამოუქვეყნებელი სამეცნიერო კვლევები შემდეგ დარგებში/ქვედარგებში: პრეისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი და უახლესი ისტორია, ცივილიზაციის ისტორია, რელიგიის ისტორია, სოციალურ-ეკონომიკური ისტორია, დიპლომატიის ისტორია, პოლიტიკური აზრის ისტორია, ხელოვნების ისტორია, ისტორიის ფილოსოფია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიული აზრის ისტორია, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, გენეალოგია, ჰერალდიკა, მეტროლოგია, გლიპტიკა, ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა, მითოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია. ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. ჟურნალი ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ ელექტრონული გამოცემების სისტემას OJS-ს (Open Journal Sistems). OJS პროგრამა არსებობს როგორც ავტორების, ასევე ჟურნალების მომსახურებისათვის. OJS უზრუნველყოფს არა მარტო წარდგენის პროცესის ადვილად წარმართვას, მას შეუძლია შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია ავტორებისა და მათი შრომების შესახებ კვლევისა და ციტირების მონაცემთა ბაზებში, როგორიცაა Google Scholar, PubMed, DOAJ (the Directory of Open Access Journals) და სხვა.
განაცხადის წარდგენისათვის ავტორს უნდა ჰქონდეს მომხმარებლის ანგარიში და დარეგისტრირებული უნდა იყოს როგორც ავტორი. მომხმარებლის ანგარიში შეიძლება შეიქმნას ჟურნალის მენეჯერის/ადმინისტრატორის მიერ, ან ავტორს შეუძლია თვითონ დარეგისტრირდეს.
ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და თურქულ ენებზე. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა გაფორმდეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის APA ციტირების სტილით. ნაშრომი სტრუქტურირებული უნდა იყოს IMRAD (Introduction, Methods, Results, Discussion) ფორმატის მიხედვით.
გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია ფორმდება APA სტილის მიხედვით. ავტორებმა უნდა გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო (REFERENCES), ან ბიბლიოგრაფიის მენეჯმენტის პროგრამები (მაგ. Mendeley, Zotero, RefMan, Endnote, JabRef).
სტატიებს თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები ინგლისურ და სტატიის ორიგინალ ენებზე.
წელიწადში გამოდის ჟურნალის ორი ნომერი (2020 წლიდან). ნომრები ქვეყნდება ივნისში და დეკემბერში. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადიან პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin- ის საშუალებით.
ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. გამოქვეყნებული მასალა ყველა მომხმარებელისათვის ხელმისაწვდომია, თავისუფლად შეიძლება სრული ტექსტების ნახვა და გადმოწერა. დაუშვებელია მომხმარებელთა მხრიდან გადმოწერილი მასალის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება.
Online ISSN: 2449-285X
-
ფილოლოგიური კვლევები
ჟურნალი „ფილოლოგიური კვლევები“ წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებად ელექტრონულ გამოცემას. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ფილოლოგაში და ამ დარგის შემდეგ მნიშვნელოვან ქვედარგებში: ლიტერატურათმცოდნეობა; კლასიკური ლიტერატურა; ახალი ლიტერატურა; უახლესი და თანამედროვე ლიტერატურა; ლიტერატურის თეორიის პრობლემები; ლექსმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ფოლკლორისტიკის ისტორია; კულტურული პარადიგმები; ჟურნალისტური ძიებანი; ჟურნალისტიკის ისტორია; შექსპიროლოგია; რუსთველოლოგია; მსოფლიო ლიტერატურა; პალეოგრაფია; ტექსტოლოგია; კოდიკოლოგია; კრიტიკა/ესეისტიკა; რეცენზია/გამოხმაურება; საბავშვო ლიტერატურა; ლიტერატურის ჰერმენევტიკა; დრამატურგიული ლიტერატურა; ეპისტოლური ლიტერატურა; პოეტიკური კვლევები; მითოსური კვლევები; კრიტიკული დისკურსი; კომპარატივისტიკა; ლინგვისტიკა; ფონეტიკა/მორფოლოგია/სინტაქსი; სტილისტიკა; დიალექტოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; კომპიუტერული ლინგვისტიკა; სოციოლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა; კოგნიტური ლინგვისტიკა; თეორიული ენათმეცნიერება; ლექსიკოლოგია/ონომასტიკა; ტერმინოლოგიის ზოგადი საკითხები; ლექსიკოგრაფია; თარგმანთმცოდნეობა; პალეოგრაფია; ეტიმოლოგია; ორთოგრაფია; სემანტიკა-სემასიოლოგია.
ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს.
ჟურნალი დაფუძნებულია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. ჟურნალის საგამომცემლო საქმიანობას გაუძღვებიან რედაქტორი, სარედაქციო და საგამომცემლო საბჭოები, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები. ჟურნალი განკუთვნილია ჰუმანიტარული პროფილის აღნიშნული დარგებისა და ქვედარგების სპეციალისტებისათვის: პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტებისათვის. ჟურნალში გამოქვეყნდება აღნიშნულ დარგებში/ქვედარგებში წარმოებული სამეცნიერო კვლევები და ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.
ჟურნალი „ფილოლოგიური კვლევები“ აკმაყოფილებს საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალების ყველა ძირითად მოთხოვნას: გამოიცემა ელექტრონული ფორმით, ჟურნალს აქვს ღია ჟურნელების სისტემების OJS (OPEN JOURNAL SISTEMS) პროგრამული უზრუნველყოფა, გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში), რეცენზირებადია და ქვეყნდება ინტერნეტის ქსელით. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის. ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. სამომავლოდ დაგეგმილია ჟურნალის სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის მქონე საერთაშორისო ბაზებში ინტეგრირება.
-
ეკონომიკა , ბიზნესი და ადმინისტრირება
ჟურნალი „ეკონომიკა , ბიზნესი და ადმინისტრირება“ წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო რეცენზირებად ელექტრონულ გამოცემას. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ეკონომიკის, ბიზნესისა და ადმინისტრირების დარგებსა და ამ დარგების შემდეგ მნიშვნელოვან ქვედარგებში: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა, მარკეტინგი და რეკლამა, საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა., ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს.
ჟურნალი დაფუძნებულია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. ჟურნალის საგამომცემლო საქმიანობას გაუძღვებიან რედაქტორი, სარედაქციო და საგამომცემლო საბჭოები, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები. ჟურნალი განკუთვნილია ეკონომიკის, ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფილის აღნიშნული დარგებისა და ქვედარგების სპეციალისტებისათვის: პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და დოქტორანტებისათვის. ჟურნალში გამოქვეყნდება აღნიშნულ დარგებში/ქვედარგებში წარმოებული სამეცნიერო კვლევები და ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები.
ჟურნალი „ეკონომიკა, ბიზნესი და ადმინისტრირება“ აკმაყოფილებს საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალების ყველა ძირითად მოთხოვნას: გამოიცემა ელექტრონული ფორმით, ჟურნალს აქვს ღია ჟურნელების სისტემების OJS (OPEN JOURNAL SISTEMS) პროგრამული უზრუნველყოფა, გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ, რეცენზირებადია და ქვეყნდება ინტერნეტის ქსელით. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის. ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, ენებზე. სამომავლოდ დაგეგმილია ჟურნალის სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის მქონე საერთაშორისო ბაზებში ინტეგრირება.