Avisos

მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო

2024-09-17

 

      სიამოვნებით გაცნობებთ, რომ დაიწყო გორის სახელმწიფო  უნივერსიტეტში არსებული საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალის  „ფილოლოგიური კვლევები“ / „Philological Researches(impact-factor: 0.591; indexed in ISI database,  Online ISSN: 2667-9612) მორიგი ნომრისთვის მასალების მიღება.

ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია  თანამედროვე კვლევების შესახებ ფილოლოგაში და ამ დარგის შემდეგ  მნიშვნელოვან ქვედარგებში: ლიტერატურათმცოდნეობა; კლასიკური ლიტერატურა; ახალი ლიტერატურა; უახლესი და თანამედროვე ლიტერატურა; ლიტერატურის თეორიის პრობლემები; ლექსმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ფოლკლორისტიკის ისტორია; კულტურული პარადიგმები;  ჟურნალისტური ძიებანი;  ჟურნალისტიკის ისტორია; შექსპიროლოგია; რუსთველოლოგია; მსოფლიო ლიტერატურა; პალეოგრაფია; ტექსტოლოგია; კოდიკოლოგია; კრიტიკა/ესეისტიკა; რეცენზია/გამოხმაურება; საბავშვო ლიტერატურა; ლიტერატურის ჰერმენევტიკა; დრამატურგიული ლიტერატურა; ეპისტოლური ლიტერატურა; პოეტიკური კვლევები; მითოსური კვლევები; კრიტიკული დისკურსი; კომპარატივისტიკა; ლინგვისტიკა; ფონეტიკა/მორფოლოგია/სინტაქსი; სტილისტიკა; დიალექტოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; კომპიუტერული ლინგვისტიკა; სოციოლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა; კოგნიტური ლინგვისტიკა; თეორიული ენათმეცნიერება; ლექსიკოლოგია/ონომასტიკა; ტერმინოლოგიის ზოგადი საკითხები; ლექსიკოგრაფია; თარგმანთმცოდნეობა; პალეოგრაფია; ეტიმოლოგია; ორთოგრაფია; სემანტიკა-სემასიოლოგია.

          ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ,  დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას.

              ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJSopen journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა.

             ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება  ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. ჟურნალის ელექტრონული სისტემის მენიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალში სამეცნიერო კვლევები (სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და სხვა მოხსენებები, რეცენზიები საერთაშორისო გამოცემებსა და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებზე) შუძლიათ გამოაქვეყნონ აღნიშნული დარგის/ქვედარგების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარებსა და დოქტორანტებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის.

            ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში). გამოქვეყნება უფასოა.

 

სამეცნიერო  შრომების წარდგენის ბოლო ვადაა

2024 წლის 31 ოქტომბერი!

            ნაშრომის მომზადება ხდება APA სტილით IMRAD ფორმატში. სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: http://sciencejournals.ge/index.php/NJ/information/authors.

           ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. ნაშრომის წარდგენისათვის საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია როგორც ავტორმა. სურვილის შემთხვევაში ავტორს შეუძლია სტატია Word-ის ფაილით გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე:  philologicalresearches@gmail.com  ,    philologicalresearches@gu.edu.ge

     სამეცნიერო ნაშრომის შეფასება ხდება ორი რეცენზენტის მიერ ე.წ. „ბრმა რეცენზირების“ წესით (ავტორმა არ იცის ვინ არის რეცენზენტი და ასევე, რეცენზენტმა არ იცის ვინ არის ავტორი). ნაშრომი ასევე გადის შემოწმებას პლაგიატის პროგრამაზე (Turnitin).

     ჟურნალი ინდექსირებულია საერთაშორისო ციტირებად ბაზებში. სამომავლოდ იგეგმება ჟურნალის სხვა საერთაშორისო ბაზებში ინტეგრირება.

      ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის  მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგის/ქვედარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს  წარმატებებს.

 

Leer más acerca de მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო

Número actual

Núm. VIII (2024)
Publicado: 2024-06-26

სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია

სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია

Ver todos los números

ISSN 2667-9612