კეთილისა და ბოროტის არეოპაგიტული კონცეპტის ასახვა რომანტიზმსა და წინარე ლიტერატურაში

  • Tamar Akhalkatsi ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61, 0186, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8578-3547

Resumen

წინამდებარე სტატიაში გამოკვლეულია კეთილისა და ბოროტის არეოპაგიტული კონცეპციის ასახვა ქართულ რომანტიზმსა და წინარე ლიტერატურაში. კვლევა ფოკუსირებულია ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიურ მოძღვრებაზე, რომლის თანახმად სიკეთე წარმოადგენს აბსოლუტურ სრულყოფილებას და პირველ არსს, ხოლო ბოროტება არ არის დამოუკიდებელი სუბსტანცია, არამედ სიკეთისაგან დაშორების, მისგან დაცლის შედეგია.

სტატია ანალიზს უკეთებს ამ ფილოსოფიური კონცეპტის ევოლუციას ქართულ ლიტერატურაში, დაწყებული ადრეული ქრისტიანული ხანის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან (შუშანიკის წამება; აბოს წამება), სადაც ბოროტება წარმოდგენილია როგორც გარედან მომავალი მტრული ძალა. XI საუკუნეში, ეფრემ მცირის მიერ არეოპაგიტული ტექსტების ქართულად თარგმნის შემდეგ, ფსევდო-დიონისეს მოძღვრებამ დიდი გავლენა მოახდინა ქართულ ლიტერატურულ აზროვნებაზე. ეს გავლენა კარგად შეინიშნება დავით აღმაშენებლის ნაშრომში გალობანი სინანულისანი და განსაკუთრებით შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში, სადაც სიკეთისა და ბოროტის მიმართება ონტოლოგიურ ხასიათს იძენს.

კვლევა ასევე განიხილავს არეოპაგიტული იდეების უწყვეტობას ქართულ რომანტიზმში, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში. რომანტიკოსი პოეტები, მართალია, შესაძლოა არ იცნობდნენ უშუალოდ არეოპაგიტულ ფილოსოფიას, მაგრამ მათი შემოქმედება ასახავს ამ ფილოსოფიური მოძღვრების ინერციულ გაგრძელებას, რომელიც ქართულ ლიტერატურაში რენესანსის ეპოქამ დაამკვიდრა. რომანტიკოსთათვის სიკეთე ასოცირდება სახელმწიფოებრივ და პიროვნულ თავისუფლებასთან, ხოლო მისგან გადახრა წარმოშობს ბოროტ ძალას. ეს კვლევა ხაზს უსვამს არეოპაგიტული მოძღვრების მნიშვნელობას ქართული ლიტერატურული ტრადიციისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

 

საკვანძო სიტყვები:  არეოპაგიტიკა; ფსევდო-დიონისე არეოპაგელი; სიკეთე და ბოროტება; ქართული რომანტიზმი; ნეოპლატონიზმი; ქართული ლიტერატურა.

Publicado
2026-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.