თანამედროვე საინფორმაციო ონლაინმედიის სინტაქსური თავისებურებები ქართულ ენაში
Resumen
მიუხედავად იმისა, რომ მედიის ენა ხშირად სტილისტურადაა შესწავლილი, მისი სინტაქსური წყობა ქართულ ლინგვისტიკაში სისტემურად ნაკლებადაა აღწერილი. წინამდებარე სტატია ეძღვნება თანამედროვე ქართული ინფორმაციული ონლაინმედიის სინტაქსური მოდელების აღწერასა და ფუნქციურ ინტერპრეტაციას. კვლევა ეფუძნება ქართული ონლაინმედიის ავთენტურ ტექსტებს (InterPressNews, agenda.ge. Civil.ge) და გამოყენებულია აღწერითი, ფუნქციური და დისკურსული ანალიზი. ნაშრომში განხილულია სამი ძირითადი სინტაქსური პროცესი: წინადადების გამარტივება და პარატაქსული კონსტრუქციების დომინაცია, ელიფსური და ფრაგმენტული სტრუქტურების გამოყენება, აგრეთვე თემარემული ორგანიზების თავისებურებები. ანალიზი აჩვენებს, რომ აღნიშნული მოდელები განპირობებულია ინფორმაციული დისკურსის კომუნიკაციური მიზნებით - ინფორმაციის სწრაფი, მკაფიო და ეტაპობრივი მიწოდებით. დადგენილია, რომ ონლაინმედიის სინტაქსური პრაქტიკა არ ეწინააღმდეგება ქართული ენის ნორმატიულ სისტემას, პირიქით, ავლენს მის ფუნქციურ ადაპტაციას მასობრივი კომუნიკაციის პირობებში. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც ქართული სინტაქსის თანამედროვე კვლევებისთვის, ისე მედიის ენის ფუნქციური შეფასებისთვის.
საკვანძო სიტყვები: ინფორმაციული ონლაინმედია, ქართული ენის სინტაქსი, პარატაქსი, ელიფსი და ფრაგმენტაცია, თემარემული ორგანიზება, მედიადისკურსი.





