ენათა კონვერგენტული განვითარება და ჭანური (ლაზური)

  • Vianor Akhalaia ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0009-0002-3654-5208

Resumen

კომპაქტურ ტერიტორიაზე გეოგრაფიულად მომიჯნავე, ხანგრძლივი და მჭიდრო, ისტორიული ურთიერთობის მქონე ენათა მსგავსება შეპირობებულია მათ შორის არსებული კონტაქტებით, მათი ურთიერთგავლენით, რომელიც ხასიათდება ინტენსიური კონვერგენტული განვითარების შედეგად შეძენილი მსგავსი სტრუქტურული და მატერიალური ნიშნებით. ეს გამოიხატება როგორც სიტყვათა სესხებაში, ისე ენის ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ ცვლლილებებში, რის შედეგად ერთი ენა, გარკვეული თვალსაზრისით, ემსგავსება მეორეს. ენაში ჩნდება მეორე, მეზობელი ენისათვის დამახასიათებელი  ნიშნები. ინტერფერენციის, ანუ ენობრივი სისტემის სხვადასხვა დონის ერთეულთა და სტრუქტურათა სესხების და ისტორიული ურთიერთგავლენის ილუსტრირება არის ბერძნულისა და თურქულის გავლენა ჭანურზე (ლაზურზე).

ბიზანტიის პოლიტიკური და კულტურული გავლენა დიდი იყო ჭანურზე (ლაზურზე), განსაკუთრებით ტრაპიზონის და რიზე-ათენის რეგიონში მცხოვრებ ლაზთა მეტყველებაზე. ვიწე-არქაბ-ხოფის რეგიონი, თავისი მჭიდრო კონტაქტის გამო, ქართულენოვან სამყაროსთან ამ გავლენას ნაკლებ განიცდიდა. 1453 წელს თურქ-ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, რასაც მოჰყვა გარდატეხა წინა აზიის ხალხთა პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ლაზების ერთი ნაწილი კონტინენტალურ საბერძნეთში გადასახლდა და მათი ენა ბერძნულმა შთანთქა, ლაზების ძირითადმა ნაწილმა კი, რომელიც მშობლიურ მიწა-წყალზე დარჩა, შეინარჩუნა მთლიანობა და ენა, მაგრამ გართულდა კომუნიკაცია ლაზურსა და მეგრულს შორის. ადრე მათ შორის სხვაობა ისე მცირე იყო, რომ გაგებინების პრობლემა არასოდეს არ მდგარა. უკიდურესად შესუსტდა ურთიერთობა ქართულენოვან სამყაროსთან, ლაზები თურქულენოვან გარემოცვაში აღმოჩნდნენ.

 

საკვანძო სიტყვები: ჭანური, ლაზური, თურქული, ბერძნული, „ქი“, „ოტი“, „ეგერ“ „შკულე/ჭკულე“, ფერეიდნული, ქისტურ-ბაცნური.

Publicado
2026-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია