დიალექტთა მსგავსება-განსხვავების შემთხვევისათვის ზანურში
Resumen
ჭანურ-მეგრული საენათმეცნიერო ლიტერატურაში ზანურის სახელწოდებით არის დამკვიდრებულიმ დღეს მას კოლხურსაც უწოდებენ. ჭანური (ლაზური) და მეგრული ერთი ენის ზანურის (კოლხურის) დიალექტადაა მიჩნეული. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ლაზებსა და მეგრელებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ტერიტორიული მთლიანობა. ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისით ასე იყო I-II საუკუნეებში. შემდეგ ერთ-ერთი ქართველი ტომთაგანი შიგ შუაგულში შეიჭრა და მეგრელები და ჭანები ერთ-ერთმანეთს დააშორა. ბუნებრივია მათი ენობრივი ურთიერთქმედება შეწყდა და განვითარება დამოუკიდებელი გზებით წარიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო ბიზანტიისა და თურქეთის პოლიტიკური და კულტურული გავლენა ჭანურზე, ქართულ-ზანურ ენა-კილოთა ურთიერთგავლენის პროცესი არასოდეს შენელებულა. ამას განაპირობებდა ქართველ ტომთა როგორც ტერიტორიული ახლობლობა და კულტურულ-ეკონომიკური მჭიდრო კავშირი, ისე ქართველური ენობრივი სამყაროს ერთიანობა და ეროვნული კონსოლიდაციის ხანგრძლივი ისტორიული გზა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ლინგვისტურ ნორმათა ერთობა აერთიანებს მეგრულსა და ჭანურს. ამიტომ არიან ისინი ერთი ენის დიალექტები.
საკვანძო სიტყვები: ზანური, კოლხური, ჭანური, ლაზური, მეგრული, შენი, შაქის, რახანც, ნი, ნა.





