სამცხის პირსახელთა სტრუქტურა-სემანტიკისათვის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით

  • Lamzira Kobaidze ფილოლოგიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ.№13, საქართველო, http://orcid.org/0009-0007-7752-9905

Resumen

სამცხეს დიდი დაღი დაასვა ოსმალეთის ორსაუკუნოვანმა ბატონობამ. შეცვალა არა მარტო სახე ქვეყნისა, არამედ მოსახლეობისაც. საინტერესოა, იქ მცხოვრები ადამიანების  პირსახელთა სტრუქტურა და სემანტიკა  „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით. სამცხე საკმად ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა წარსულში, ამიტომ შემოვიფარგლებით ასპინძის მუნიციპალიტეტში შემავალი მხოლოდ რამდენიმე სოფლის (იდუმალა, ხერთვისი, საყუდაბელი, ორგორა, რუსთავი), მცხოვრებთა პირსახელებით, რომლებიც XVI საუკუნის ბოლოს თურქ მოხელეს აღუწერია. სოფლები შევარჩიეთ ჩამოსახლებული  მოსახლეობის მიხედვით. ზემოთ დასახელებულ სოფლებში აღმოსავლეთ მთიანეთიდან, 1944 წელს ჩამოასახლეს  დიდი რაოდენობით მთიული მოსახლება. ბუნებრივია, მათ დახვდა აბორიგენი მოსახლეობა. გვინდა განვსაზღვროთ, მაშინდელი  იქ მცხოვრები ადამიანების აღმნიშვნელი საკუთარი სახელების შესწავლა აგებულებისა და  წარმომავლობის თვალსაზრისით, რომელიც მრავალფეროვანი  ინფორმაციის შემცველია.

 

საკვანძო სიტყვები: პირსახელი, გვარსახელი, ეპონიმური პირსახელი, თიკუნი, სახინჯარი, ანთროპონიმია, მეტონიმია.

Publicado
2026-06-20
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია