ეპოქის პრობლემები პიკარესკულ პერსპექტივაში

  • Maia Melanashvili ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულის პეციალისტი, ქ. გორი, ი. ჭავჭავაძისგამზ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0009-0006-0669-5351

Resumen

თაღლითური (პიკარესკული) თხზულებების მეშვეობით საზოგადოების დაცემისა და გახრწნის ასახვა ხდება. პიკარისკული რომანისთვის უპირველესად მთავარია ხაზგასმა პერსონაჟის  სოციალურ წარმოშობაზე. ამ ჟანრის ნაწარმოების პროტაგონისტი, უმეტესწილად, დაბალი სოციალური წრიდან არის, რომელიც თაღლითობითა და ავანტიურისტობით იკაფავს გზას მაღალი საზოგადოებისაკენ.

გარდა სოციალური წარმოშობისა, თაღლითურ თხზულებებში ხშირად საგანგებო ყურადღება ეთმობა პერსონაჟის დაბადებასაც. პი­კა­როს გან­სხვა­ვე­ბულ ტი­პო­ლო­გი­ურ სა­ხეს მი­მარ­თა პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძემ, რომ­ლის სა­ე­ტა­პო პი­ე­სა – „ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი“ – „კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძის“ პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან ხუ­თი წლის შემ­დეგ კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლმა და­დ­გა ქარ­თულ სცე­ნა­ზე.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში გა­საბ­ჭო­ე­ბუ­ლი რუ­სე­თის პოს­ტიმ­პე­რი­უ­ლი სივ­რცის, მათ შო­რის  სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­წერ­ლო­ბო წრე­ებ­ში შე­იქ­მნა ახა­ლი, პოს­ტრე­ვო­ლუ­ცი­უ­რი რე­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბის მწვა­ვე აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ წლებ­ში „ყო­ფი­ე­რე­ბის მო­დე­ლის“ ასახ­ვის ერთ-ერთ ადეკ­ვა­ტურ ფორ­მად მწერლებმა რო­გორც რუ­სეთ­ში (ილია ილფი და ევგენი პეტროვი), ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში (მიხეილ ჯავახიშვილი, პოლიკარპე კაკაბაძე) სწო­რედ პი­კა­რეს­კა მი­იჩ­ნი­ეს, რომ­ლის წი­ნა­პი­რო­ბად, სხვა ფაქტორებთან ერთად, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი და კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი მოიაზრება.

­მიხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა და პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის პიკარესკულ პროზაში  ეპოქის პრობლემატიკაა წარმოჩენილი, კვაჭი კვაჭანტირაძისა და ყვარყვარე თუთაბერის ავანტიურისტული თავგადასავლების მეშვეობით მიხეილ ჯავახიშვილმა და პოლიკარპე კაკაბაძემ მეოცე საუკუნის პირველი ოცწლეულის სინამდვილის ამსახველი მხატვრული ტილოები შექმნეს.

 

საკვანძო სიტყვები: პიკარეკა, რომანი, პროზა, მიხეილ ჯავახიშვილი, პოლიკარპე კაკაპაძე.

Publicado
2025-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.