უნივერსალიების კომპოზიცია ლიახვის ხეობის ფოლკლორში

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., No53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

ზღაპარი წარმოადგენს სიტყვიერი ხელოვნების ნიმუშს, რომელიც გამონაგონზეა დაფუძნებული. საუკუნეების განმავლობაში ის ყოველთვის რჩებოდა  თაობათა თანამედროვეს, სწორედ მას ძალუძს ახალ ეპოქათა გამოწვევბის კვალდაკვალ გარდაიქმნას, შეივსოს და აღიჭურვოს  ახალი შესაძლებლობებითა და საჭიროებებით. ზღაპარში საგანგებოდ დახატულ სხვა დასხვა სახისაა და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. მთავარი მოქმედი გმირები სიკეთეის ქმნით იბრძვიან ბოროტების დასამარცხლებლად, იბრძვიან ყოველგვარ მანკიერ მხარეთა დასაძლევად და სიკეთის, მშვენიერების და უკეთსი მერმისის დასამკვიდრებლად.

ცხოველთა, თუ საყოფაცხოვრებო-ნომელისტურ ზღაპრებთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ჯადოსნური ზღაპარი.

ჯადოსნური ზღაპრის ,,კომპოზიციის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საზღაპრო ეპოსში დაუნჯებული სიმდიდრე-მზამზარეული წარმონაქმნები, ანუ ,,საერთო ადგილები“, რომლებსაც თანამედროვე მეცნიერბაში მოიხსენიებენ  ტერმინით „უნივერსალიები“. ჯადოსნურ ზღაპარში ასეთი უნივერსალური  მასალიდან უნდა გამოვყოთ სიტყვიერი ფორმულები, სასწაულებრივ საგანთა თვისებები დაერთმანეთთან სემანტიკურად დაკავშირებულ მოტივთა კომპლექსები. ისინი ერთი რომელიმე ზღაპრის კი არა, მთელი საზღაპრო ეპოსის საკუთრებაა. მათ გარდა, ზღაპრის აგებას ხელს უწყობს ერთმანეთისგან შინაარსით და დანიშნულებით განსხვავებული მრავალი კომპონენტი, რომელთაც ახასიათებთ შდარებითი დამოუკიდებლობა და დასრულებულობა. კომპოზიციურად როგორი მწყობრიც არ უნდა იყოს ეს კომპონენტები, თითოეულ მათგანს დამოუკიდებლად არ შეუძლია მთელის შექმნა. მთელი წარმოიქმნება მხოლოდ ამ ელემენტთა შინაგანი ურთიერთკავშირის  საფუძველზე, რომლის დროსაც გათვალისწინებულია ელემენტთა ლოგიკური თანამიიმდევრობა, რაც შეეხება კომპოზიციის შინაარსს, იგი დაფუძნებულია ელემენტთა ურთიერთმოქმედებაზე, მათ მხატვრულ-ინფორმაციულ სისრულეზე.“

ცხადია, რომ ხსენებული უნივერსალები გვხვდება ლიახვის ხეობის ფოლკლორშიც. მოვყვეთ თანამიმდევრულად. საილუსტრაციოდ. საილუსტრაციოდ მოვიტანთ ალ. მაჩაბლის მიერ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ლიახვის ხეობის სოფლებში ჩაწერილ ზოგიერთ ზღაპარს, რომლებიც იმავე პერიოდში გამოქვეყნდა ,,აკაკის თვიურ კრებულში“.

 

საკვანძო სიტყვები: ლიახვის ხეობა, ზეპირსიტყვიერება, ალექსანდრე მაჩაბელი, უნივერსალიები, ,,აკაკის თვიური კრებული“, ჯადოსნური ზღაპარი.

Publicado
2025-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.