პერსონაჟი მელია მცირე ზომის ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში (ანდაზა, გამოცანა, სწრაფსათქმელი)

  • Ketevan Barbakadze პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., № 53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-8706-2102

Resumen

მელია ცხოველთა ზღაპრის ერთ-ერთ პერსონაჟია. მისი თვისებები - მატყუარობა, მოხერხებულობა, ცბიერება - ხშირად გამოიყენება ზღაპრის სიუჟეტებში, ძირითადად. შედარებით ძლიერი და აგრესიული ცხოველების წინააღმდეგ. ეს საკითხი უკვე შესწავლილია ცხოველთა თუ ჯადოსნურ ზღაპრებში (ფიქრია ზანდუკელი, ქსენია სიხარულიძე, რუსუდან ჩოლოყაშვილი და სხვ.), მაგრამ მკვლევრების მიერ დაფიქსირებული იყო აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორულ ნიმუშებშიც (შელოცვა). სტატიის მიზანი იყო შეგვესწავლა მელიას სახელწოდება და ფუნქცია უფრო მცირე ზომის ფოლკლორში (ანდაზა, აფორიზმი, გამოცანა, სწრაფსათქმელი).

გამოიკვეთა ფაქტი, რომ მცირე ზომის ზეპირსიტყვიერებაში ,,მელია’’ გვხვდება სხვადასხვა დანიშნულებით (გარითმისთვის, მელიის თვისებებზე ყურადღების გამახვილებისათვის და სხვ.).

ცხადია, სწორედ ,,მელია’’ გვხვდება მხოლოდ ამ ფუნქციით ზეპირსიტყვიერ ნიმუშებში, რაც ხალხის მეხსიერებაში შემონახულია მეტად ორიგინალურად და საყურადღებოა მათი შესწავლის ისტორიისათვისაც.

 

საკვანძო სიტყვები:  მელია, ანდაზა, გამოცანა, სწრაფსათქმელი.

Publicado
2025-12-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.