თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებები ფრონის ხეობის მეტყველებაში

  • Mariam Koberidze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია თანხმოვანთა ფონეტიკური ცვილებები ფრონის ხეობის  მეტყველებაში; დაძებნილია მსგავსი და განსხვავებული ენობრივი მოვლენები სალიტერატურო ქართულსა და სხვა დიალექტებთან მიმართებაში; გამოვლენილია ბგერის დაკარგვის, ჩართვის,  მეტათეზისისა  და ბგერათმონაცვლეობის რეალიზაციის შემთხვევები.  ცვლილებას უმთავრესად განიცდიან  წარმოების ადგილისა თუ რაგვარობის მიხედვით ახლობელი  თანხმოვანი ბგერები სახელებში, ზმნებში, ზმნისართებში, თანდებულებში, კავშირებსა და  ნაწილაკებში.

ფრონის ხეობის მეტყველებაში  მეხურ-ჯავახურის გავლენითა და უნიფიკაციის  ტენდენციით დამკვიდრებულია  -ამ, -ემ, -ომ ზმნური სუფიქსებისა და ფუძისეული მ ელემენტის მონაცვლეობა ნ ბგერით. კომპლექსთა  ფონეტიკური ნაირსახეობანი ხშირად სოფლების მიხედვით განსხვავებულია. კვლევამ აჩვენა, რომ ნ ბგერის მონაცვლეობა უფრო გავრცელებულია ფრონის ხეობის სოფლებში: დირბი, დვანი, ტახტისძირი, ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი.

დიალექტთა ურთიერთზეგავლენით უნდა აიხსნას იმერეთის  მოსაზღვრე ქართლის სოფლებში ავ>ამ,  ევ>ემ, ოვ>ომ  სუფიქსების მონაცვლეობა. ფართოდ არის გავრცელებული ბგერის დაკარგვა. ერთსა და იმავე სიტყვაში, ერთსა და იმავე დროს  იკარგვის არა  მარტო ერთი ბგერა, არამედ რამდენიმე. ხშირად ბგერის დაკარგვის გამო  კონტექსტის გარეშე სიტყვის მნიშვნელობა გაუგებარი ხდება. ძირითადად იკარგვის ვ, მ, რ, ლ, ს ბგერები. ერთი და იგივე პირი ჩვენებით ნაცვალსახელებს ხმარობს როგორც შემოკლებული სახით (ი, ე), ისე სრულად (ის, ეს...).

ფრონის ხეობის მეტყველებაში თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებები ქართლური დიალექტისათვის დამახასიათებელი საერთო მოვლენაა. განსხვავებული მოვლენები შესაძლებელია ზემოიმერულისა და მესხურ-ჯავახურის გავლენით  აიხსნას.

 

საკვანძო სიტყვები: ქართლური დიალექტი, ფრონის ხეობა, თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილება, ბგერის დაკარგვა, ბგერის ჩართვა, მეტათეზისი,  თანხმოვანთა  მონაცვლეობა.

Publicado
2025-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია