სუბიექტურ-მოდალურ მნიშვნელობათა გამომხატველი სპეციალური სინტაქსური კონსტრუქციები

  • Marika Sherazadishvili ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გორი, ჭავჭავაძის №53, 1400, საქართველო http://orcid.org/0009-0005-8109-5236

Resumen

 ტერმინი „მოდალობა” ენათმეცნიერებაში არაერთმნიშვნელოვანია. ამ ტერმინით აღინიშნება ის მოვლენები, რომლებიც გრამატიკულად, ლექსიკურად, ინტონაციურად გამოხატავენ მთქმელის მიმართებას გამონათქვამისადმი, ან გამონათქვამისას _ სინამდვილისადმი.

სუბიექტური მოდალობა, ე.ი. მთქმელის მიმართება გამონათქვამისადმი შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი: მთქმელი შეიძლება არანაირად არ გამოხატავდეს თავის დამოკიდებულებას ნათქვამისადმი. მაგრამ ძალიან ხშირად ასეთი მიმართება სახეზეა, იგი შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა ენობრივი საშუალებებით _ ინტონაციით, სპეციალური სინტაქსური კონსტრუქციებით, სიტყვათწყობით, სიტყვათა გამეორებით, სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვით ნაწილაკებთან ერთად, შორისდებულით, ჩართული სიტყვა-გამოთქმებით, ასევე ამ საშუალებათა მრავალფეროვანი კომბინაციით. ეს საშუალებები ან მათი კომბინაციები შეიძლება ერთსა და იმავე წინადადებაში ერთად შეგვხვდეს. არ არსებობს მკაცრი გრამატიკული წესები _ შესაძლებელია საშუალებათა მრავალგვარი კომბინაცია.

სუბიექტურ-მოდალურ მნიშვნელობათა წრე ძალიან ფართოა და თვით ეს მნიშვნელობები, თითქმის ყოველთვის ექსპრესიულად შეფერილები, ყოველთვის არ შეგვიძლია განვსაზღვროთ.

 

საკვანძო სიტყვები: მოდალობა, სუბიექტური მოდალობა, სიტყვათწყობა, სინტაქსური კონსტრუქციები.

Publicado
2025-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია