ლიტერატურის განვითარების ფორმები სოციალურ მედიაში

  • Gvantsa Sabashvili ასისტენტ პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმი, 6010 რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, საქართველო, http://orcid.org/0009-0004-0304-1446

Resumen

სამეცნიერო სტატია  იკვლევს ლიტერატური განვიტარების ფორმებს  სოციალურ მედიაში. XXI საუკუნეში ლიტერატურის  დიგიტალიზაცია მნიშვნელოვან პროცესებს მოიცავს. მნიშვნელოვანია საინტერესოდ წარმოვაჩინოთ ციფრული პლატფორმების დამოკიდებულება რა გავლენას ახდენს ლიტერატურის ფორმირებაზე. ლიტერატურის  დემოკრატიზაციამ წარმოაჩინა მრავალფეროვანი სპექტრი, რომელმაც ფართო აუდიტორია მოიცვა.  გაჩნდა ახალი ლიტერატურული ფორმები, როგორიცაა ინსტაპოეტიკა, ,,Twitterature'' და სერიალიზებული თხრობა, რომლებიც ადაპტირდნენ სოციალური მედიის სწრაფი ტემპის, ვიზუალურად მართულ კულტურასთან. კვლევა ასევე აანალიზებს, თუ როგორ გადაიქცნენ მკითხველები პასიური მომხმარებლებიდან აქტიურ მონაწილეებად, რაც ხელს უწყობს დინამიურ ონლაინ ლიტერატურულ საზოგადოებებს და გავლენას ახდენს გამოცემის ტენდენციებზე. გარდა ამისა, ნაშრომში განხილულია თანამედროვე გამოწვევევი, რაც თან ახლავს ციფრულ ინდუსტრიას. მათ შორის, ტექსტის გამარტივებას სპეციფიკას, საავტორო უფლებების საკითხებს და კომერციალიზაციის მარკეტინგულ ინტერესებს. საბოლოოდ, სამეცნიერო სტატია ხაზს უსვამს სოციალური მედიის როლს კულტურათაშორისი თხრობის პოპულარიზაციასა და გლობალური ლიტერატურული ქსელების შექმნაში. დასკვნები მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია გარკვეულ რისკებს წარმოადგენს, საბოლოო ჯამში, ის უპრეცედენტო შესაძლებლობებს სთავაზობს ლიტერატურას ევოლუციისთვის, დივერსიფიკაციისთვის და აყვავებისთვის ციფრულ ეპოქაში.

სოციალური მედიის განვითარებამ ლიტერატურის სამყაროში მრავალი პოზიტიური ცვლილება შეიტანა: გახსნა ახალი გზები ავტორებისთვის, გაზარდა წიგნების წვდომადობა და შექმნა მკითხველთა ციფრული თემები. თუმცა, ამავე დროს, ახალი გამოწვევები გაჩნდა, როგორიცაა სიღრმისეული კითხვის შემცირება და კომერციული ტენდენციების გაძლიერება. მომავლის ლიტერატურა სწორედ ამ ბალანსის შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული, რათა ტექნოლოგიური პროგრესი მხარს უჭერდეს ლიტერატურის ნამდვილ ღირებულებებს.

 

საკვანძო სიტყვები:  სოციალური მედია, ლიტერატურა, ციფრული თხრობა, მკითხველის ჩართულობა, გლობალიზაცია.

Publicado
2025-07-01
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.